შემოანათა…

ბოლოს მართლაც, რომ საუკუნის წინ შემოვედი ჩემს ბლოგზე, მაგრამ ნამდვილად მქონდა საპატიო მიზეზი. მთელი ამ დროის მანძილზე იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ საიდან დავიწყო მოყოლა და სად დავამთავრო თავადაც არ ვიცი.

შემოანათა… დიახ, დიახ, მზემ ჩემს სარკმელშიც შემოანათა და ჩემი ცხოვრებაც სულ სხვა მხარეს დატრიალდა, გამოჩნდა ადამიანი რომელმაც ყველაფერი დავდაყირა დააყენა, თავბრუ დამახვია და თავი შემაყვარა… როგორ? თავადაც არ ვიცი.

ერთი ნახვით შეყვარების დიდად არ მჯერა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება თუმცა დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ მიყვარს.

caitlin-header

დიახ, დიახ…

არ მეგონა ეს გრძნობა ასე რადიკალურად თუ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას.ადრე არასოდეს მყვარებია არც ბავშვური გატაცება მქონია სკოლაში ან ბაღში და საერთოდაც სულაც არ ვუყურებდი ბიჭებს სერიოზულად, მხოლოდ წიგნები (უნივერსიტეტი) მაინტერესებდა და საწინააღმდეგო სქესისკენ არც ვიყურებოდი.

სწორედ მაშინ, როცა საერთოდ არ ველოდი ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა შავ ცხენზე ამხედრებული პრინცი და თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. არასოდეს მიოცნებია თეთრ ლამაზ კაბაზე და ქორწილზე მაგრამ როცა მას შევხვდი გრძნობები ერთიანად აიშალნენ და ცხოვრებაც უფრო გაფერადდა…