დედა

 დედაა სიცოცხლის საწყისი…

new-mom-mothers-day

დიდია სამყარო, დიდი და ამოუცნობი, ახელ თვალებს და ნელ-ნელა ბინდი იწმინდება, ნელ-ნელა ყველაფერი, ყველა საგანი თავის სახეს იღებს, ამოუცნობი ფერი ნათდება და იკვეთება, სახე მომღიმარი, ალერსიანი, მშვენიერი, დედის სახე…

პირველი სიტყვა, რომელიც ჩვენი ბაგეებიდან ისმის, ეს არის დედა. დედაა ჩვენი სიცოცხლის წყარო, რომლის თვალებშიც ყოველთვის იკითხება ჩვენდამი დიდი სიყვარული. სიტყვა დედა ისეთი წმინდა და სათუთია, ჩვენში მუდამ ნაზ გრძნობებს აღძრავს, ოდითგანვე საქართველოში ქალის განსაკუთრებით კი დედის კულტი იყო, სოლოლაკის მთაზე მდგარი ქართლის დედაც ამას მოწმობს. ქართულ ენაში ყველა მთავარი სიტყვის ფუძე დედაა: დედა- მიწა, დედა-ბუნება, დედა-სამშობლო,დედა-ბურჯი,დედა-კაცი,დედა-ბოძი, დედა-ქალაქი, დედა-აზრი, დედა-ენა, დედა-ისტორია…

მოკლედ დედა რომ არა არ ვიქნებოდით არც ჩვენ, განა კი არსებობს რამე უფრო წმინდა და სათუთი? მას ხომ ისეთები ვყვარვართ როგორებიც ვართ, გვპატიობს შეცდომებს, გვაძლევს რჩევა დარიგებებს, გვასწავლის სწორად, როგორ ვიცხოვროთ…

დედა რომ არა არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ წარმომიდგენია ჩემი ამქვ

ეყნიური ყოფა, უსაზღვროდ მიყვარს და ვაფასებ, ვცდილობ ყოველთვის გავითვალისწინო მისი რჩევა, რადგან ვიცი, რომ მას ჩემთვის საუკეთესო სურს.

ბავშვობაში, როცა მას შვეცქეროდი ვნატრობდი: „ნეტავ მეც ასეთი დედა ვიყო  ჩემი შვილებისთვის „თქო,გავიზადე უკვე ოცის ვარ, მაგრამ ჩემი ნატვრა არ შეცვლილა, ყოველ დღე უფრო და უფრო მაკვირვებს. ყოველთვის მაოცებდნენ ჩემი თანატოლები რომელთაგანაც მესმოდა სიტყვები „ნეტავ თავს როდის დამანებებს, ჩემი არ ესმს, ვერ ვიტან…“  მე და დედას… უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, არ არსებობს თემა, რომეზეც დედასთან გახსნილად ვერ ვისაუბრებ…

დედა…

ყველა კარგი მოგონეა მასთანა დაკავშირეული, ყოველთვის ჩემს გვერდითაა, როცა რამე მიხარია, მწყინს ან მტკივა.

დედის ფასი ამქვეყნად არაფერია…

რამდენი ღამე გამილევია ამაზე ფიქრში                                                                                                                                                                                        მითქვამს პირდაპირ სათქმელი ჩემი, რაც მომდგომია ,
დამიწერია დიდ სიყვარულზე, და უძვირფასეს  მონატრებაზე
დამიწერია მე ჩემს ტკივილზე, დამიწერია ჩემს სინანულზე,
დამიწერია ლექსი წვიმაზე, საქართველოზეც დამიწერია,
დავმჯდარვარ ჩუმად ჩემთვის ოთახში, ჩემი გრძნობებიც ამიღწერია,
დამიწერია ბევრ სიწმინდეზე, ამაზე კარგი რა არი ნეტა?!
მაგრამ მთავარზე მშობელი დედაზე, სიტყვაც არ მითქვამს ამ ხნის მანძლზე
რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რომლისთვისაც ვარ მუდამ პატარა,
დედა, რომელმაც შვილის აკვანთან  ღამე მრავალჯერ თეთრად ათენა
დედა, რომელიც თავად იკლებდა და ამ მოკლებულს ის მე მაწვდიდა,
დედაა ტკბილი, მზრუნველი, თბილი, ვით საყვარელი დედა ქართლისა                                                                                                                  რამდენი რამე დედით იწყება, ის ჩემთვის არის გზა სიმართლისა,                                                                                                                                        სადაც არ ვიყო, ლხინში თუ ჭირში, სიბრძნე მე კიდევ მომემატება,
მაგრამ რა ბრძენიც არ უნდა გავხდე, დედა ყოველთვის მომენატრება,
მე სიყვარული დედამ მასწავლა, ის არის ჩემი მფარველი მუდამ
ლექსის წერისას რაღაც საოცრად, გულს ეუფლება კვლავ სიხარული,
მაშ დაილოცოს მშობელი დედა , დედის ამაგი და სათნოება,
დამსახურება არის დედისა, ყველგან, რომ ვდგავარ წელგამართული.

დედა…

დაუსრულებლდ შემიძლია მასზე საუბარი, უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა და მომიწევს ლექსიკონს მივმართო ;)