გჯეროდეს…

believeხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, ერთი წარუმატებლობა საკმარისია და მეორედ ბედს აღარ ვცდით ხოლმე…

არადა რა სისულელეა:

აიცრუო გული ყველა მეგობარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ერთგული არ აღმოჩნდა…

შეწყვიტო ოცნება, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა…

აღარ ილოცო, იმიტომ, რომ გგონია, რომ ღმ-თმა შენი ლოცვა არ შეისმინა…

შეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა

და დაკარგო სიყვარულის რწმენა, რადგან ერთმა იდიოტმა გული გატკინა…

გახსოვდეს, გახსოვდეს და გჯეროდეს…

რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული

გაუღებ თუ არა ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, შესაძლებლობებს, მეგობრებსა და სიყვარულს კარს…

გაუზიარე გამოცდილება…

images (1)ალბათ დამეთანხმებით, ყველაზე რთული ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის დაკარგვაა.

არ ვგულისხმობ გაყრას, ან რომელიმე სხვა მიზეზით დაშორებას … Continue reading

უხ როგორ წვიმს…

დილის  9:00 საათია, წვიმის ხმამ გამომაღვიიძა.

ყურში საოცარი, გამაყრუებელი ხმა ჩამესმოდა და ძილის საშუალებას არ მაძლევდა,

“უხ როგორ წვიმს… ლამის ზეცა ჩამოიქცეს”

თითის ხელა წვიმის წვეთები აწყდება სახურავებს და საოცარ მელოდიას ქმნის.

უხ როგორ წვიმს, ლამის ზეცა ჩამოიქცეს…

თითქოს მთელი კაცობრიობის ტკივილს წვიმის წვეთები ერთიანად მიყვებაო.

უხ როგორ წვიმს…