წარმატებისკენ მიმავალ გზაზე…

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიამ  სერიოზულად გამიტაცა, თუმცა პაპარაცული ფოტოების გადაღება ყოველთვის მიყვარდა და მგონი კარგადაც გამომდიოდა.

images (7). Continue reading

ჯობს გვიან ვიდრე არასდროს…

ჩვეულებრივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან არაჩვეულებრივი დილა გამიტენდა.

რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი და დარწმუნებული, რომ სამსახურში არ უნდა წავსულიყავი,  არადა მე-4,5,6 კლასები მელოდნენ წინ.

მე-4 კლასი სადაც გაკვეთილს სიამოვნებით ვატარებ და შესვლაც მიხარია, მე-5 სადაც პირველობისთვის ომი აქვთ გაჩაღებული და მე-6 სადაც აკვეთილის ჩატარება საშინელებათა ფილმს გავს, თავად კლასი კი მოძრავი საგიჟეთია.

შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი, ხოდა სწორედ ამ დროს ტელეფონმაც დარეკა.

ნახევრად მძინარემ ვუპასუხე. სასწავლო ნაწილმა ბოხი ხმით შემატყობინა, რომ დღეს ჩემი გაკვეთილები გაცდება, ძალიან გამიხარდა რადგან დღევანდელ ჩემს გეგმებში სკოლა ნამდვილად არ შედიოდა და ხელსაც მიშლიდა.

დილიდან მშვენიერი ამბავი შემატრობინეს, ხოდა მეც ამ წვიმიან ამინდში დავირაზმე და გავემართე უნივერსიტეტისკენ, ჩემ დას ლექციაზე მივუჯექი და მერე ერთად გავეშურეთ ჩემი დიდი ხნის “ოცნების” ასასრულებლად.

1342208921_storyმას შემდეგ რაც ფოტოგრაფიამ გამიტაცა, ოცნებად მქონდა ქცეული ნახევრად პროფესიონალი აპარატი მაინც მეყიდა, შარშან ამ დროს ოცნება ამიხდა და პროფესიონალი ვიყიდე, მაგრამ შენაძენით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან სასურველი ლინზა არ მქონდა, ხოდა ოცნებად მექცა ახალი ლინზის ყიდვა.

ამბობენ “იმედი ბოლოს კვდება-ო”.  შესაბამისად სანამ იმედი არსებობს გადაშენება არც ოცნებას უწერია.

ჩავუვლიდი Nikon-ის ვიტრინას და თვალები ლინზაზე მრჩებოდა. ხან რა გამოძვრებოდა, ხან რა და ლინზაზე ჯერი ვეღარ მიდიოდა, ხოდა ამ დილით იმ აზრით ავდექი, რომ დღეს ახალი ლინზა ჩემი გახდებოდა, დავადექი ჩემს დას, დავლაშქრეთ Nikon-ის მაღაზია და ჩემს აპარატს ეხლა ახალი ლინზა ამშვენებს. 😉

ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ