ლექციაზე…

დილით ტელეფონის ზარმა გამომარვიძა…

ნომერი რომ დავინახე გული შემიწუხდა, სამსახურიდან რეკავდნენ, კარგს რას იფიქრებ მეგონა რომელიმე აცდენდა და მის შეცვლას მთხოვდნენ, მაგრამ…

სამსახურიდან თავისუფალმა გადავწყვიტე ჩემს დას დავდგომოდი უნივერსიტეტში,თანაც ვიცოდი ფსიქოლოგიის ლექცია ქონდა რაც ძალიან მიყვარს და მაინტერესებს, ხოდა ამ თავსხმა წვიმაში ავუყევი ლესელიძის ქუჩას და მივაღწიე კიდეც სულ მთლად გალუმპულმა, მაგრამ არც მაგაზე მიდარდია დიდად…

შევაღე კარი რაღაც საინტერესოს მოლოდინში და მართალიც აღმოჩნდა ჩემი ინტუიცია ლექცია ძალიან საინტერესო იყო.

მეც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა.

პირველი დავალება რაც ლექტორისგან მივიღეთ იყო დაგვეხატა ჩვენი სანუკვარი ადგილი

აი ისიც…

2013-06-12 15.51.14

ხოლო მეორე დავალება იყო დაფაზე დაწერილი აფსოლიტურად უაზროდ ნათქვამი სიტყვებით დაგვეწერა პატარა მოთხრობა… ეს ყველაზე სახალისო აღმოჩნდა რადგან სიტყვები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული  იყო თანაც ზუსტან იმ თანმიმდევრობით უნდა გამოგვეყენებინა რა თანმიმდევრობითაც დაფაზე იყო დაწრილი…

ესეც ჩემი შემოქმედება:

“კატის კნავილმა გამომაღვიძა, დაბნეულმა, აფორიაქებულმა, მაგრამ გახარებულმა გავახილე თვალები, რადგან ახალი დღე დაიწყო ახალი მოულოდნელობებით.ოღონდ ტანსაცმლის არჩევის პროცესი ამერიდებინა თავიდან, მაგრამ ამას ჩემს მეტი ვერავინ იზავს, როგორც იქნა ავარჩიე სასრუველი  სამოსი და რას ხედავს ეს დასაბრმავებელი თვალები, ღილი აკლია, ოხ ჩემს სიზარმაცეს რა ვუთხარი. აქვე თვალი კომპიუტერს მოვკარი და გამახსენდა ჯერ კიდევ გუშინ გასაგზავნი მეილი რომ არ გამიგზავნია, მაგრამ ფოტოაპარატის და გუშინდელი ფოტოსესიის გახსენებამ კვლავ გადამავიწყა სამუშაო.

ფეხსაცმლის ცხვირები გაწმენდილია, საათი მაჯაზე მორგებული, მაკიაჟი ზომიერი მოკლედ ახალი დღის დასაწყებად მზად ვარ…

ნაზი სიო არხევდა ფოთლებს, ყვავილებს მზე ისე საოცრად დანათოდა მათ სილამაზეს ერთი-ორად აჩვენებდა, ვიღაც გამალებით ყვირის “ზღვა და ჯეოსელი” აზრს ვერ მივხვდი, ისე მეჩქარება ცივად გადავხედე და ჩავუარე ისე არც მიცდია გამომერკვია ზღვისა და ჯეოსელის კავშირი. როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე და კითხვიანი თვალებით შემომცქერიან: დაგერხათ დღევანდელი თემაა კბილი. ბუშტები არ გვინდა, რომანტიკა დაივიწყეთ, ჭიკარტები გადამალეთ, ამ ფუტკარს აქ რაღა უნდა?…

წიგნები-საშუალება რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას იმოგზ”

“საგიჟეთი” სახელად სკოლა

იცოდით რომ მასწავლებლობა საშიში პროფესიების რეიტინგის ლიდერია?

ბავშვობაში სკოლა საშინლად მეჯავრებოდა. მეათე კლასში არ ვიცი რა დამემართა სკოლა ისე შემიყვარდა ერთ დრესაც არ ვაცდენდი, მაგრამ ვინმეს, რომ ეთქვა გავა დრო და სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდებიო ვეტყოდი “-შენ სიცხე ხომ არ გაქვს, ქუდი რომ შემიგდონ სკოლაში მასწავლებლად მაინც არ წავალ თქო”

ხოოოოოოდა ბედის ირონიამ ბორბალი სულ სხვანაირად დაატრიალა და დღეს მე ერთ ერთი სკოლის 1-6 კლასელებს ვასწავლი 😉

ბევრი დადებითი და ბევრიც უარყოფითი შეიძლება მოუძებნო ამ პროფესიას, მაგრამ ჩემი ერთწლიანი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ ამაზე სასიამოვნო ცხოვრებაში არაფერი გამომივლია…

97_10494_First_Grade_Students_Hug_Teacher_to_Floor_on_Last_Day_of_30_Year_Career_Flagstaff_Arizona_20090604_DSC0904ალბათ იფიქრებთ ეს ვერააო…

მაგრამ გეტყვით, რომ სკოლაში რომ შევდივარ თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ…

სკოლაში, რომ შევდივარ და ვხედავ, როგორ უხარიათ ბავშვებს ჩემი მისვლა, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ვინ პირველი ჩამეხუტება (ხანდახნ ისე მაგრად მეხუტებიან მეშინია არ წავიქცე 😉 ), ვინ პირველი მეტყვის და მიიღებს ჩემგან კონპლიმენტს,  როცა ხვედავ მათი სიცოცხლით სავსე აციმციმებულ თვალებს ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე…

ნიშების წერა ყველაზე დიდი თავსატეხი, არ გინდა ვინმეს აწყენინო, მაგრამ არ გამოდის სამართლიანობაც ხომ გასათვალისწინებელია.

გამოცდა და ტესტირება ყველაზე სასიამოვნო პროცესი, ამ დროს კლასში ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის 🙂 მანამდე პატარა ვამპირუკები, ანგელოზები ხდებიან.

შესვენება მგონი მოსწავლეებზე მეტად მასწავლებლებს გვახრებს ხოლო ზარი რომელიც მე-7 გაკვეთილის შემდეგ გაისმის…

სკოლა….სკოლა…სკოლა…

ვიცოდი, რომ მომენატრებოდა,მაგრამ არ მეგონა თუ ასე მალე და ასე ძლიერ 🙂

დღე რომელსაც 12 წელი ველოდი…ThE BesT DaY in my LifE

tumblr_llne1dpu7r1qf3vq1o1_500_largeსათაური ცოტა არ იყოს დააბნეველი და ბევრის მთქმელია…

რას შეიძლება ადამიანი თორმეტი წელი მოუთმენლად ელოდეს? პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს და ადამიანის ფანტაზაზეა დამოკიდებული… Continue reading