ესაა ცხოვრება…

ალბათ არიან გამონაკლისებიც…

ბავშვობა ყველაზე ტკბილია

სკოლა ამბობენ მწარეაო (მე ასე არ მგონია)

უნივერსიტეტი – ახალგაზრდობა და ბრძოლა დასახული მიზნის მისაღწევად

სამსახური- გამარჯვება

და ამ დროს ყველაზე მთავარი ხელიდან გვისხლტება…
968918_648471438512388_1791930294_n

… უბრალოდ სცენაზეა ცხოვრება

images (31)ხომ არის წამები ,ცხოვრებას მთლიანად რომ შეცვლის,

დღე, რომლის გაძლებაც არ შეგიძლია,

სააათის წიკწიკიც, უბრალოდ ჭკუიდან რომ შეგშლის .

ხომ არის დღეები, როცა მარტოობაც აღარ გინდა ,

დღე, როცა ყველაზე, ყველაფერზე ბრაზობ. გაქცევა გინდა და ვერსად ვერ მირბიხარ,

ხომ არის წუთები, ცხოვრება გბეზრდება, შველას რომ დაეძებ თვალებით,
სიკვდილი არ გინდა, სული კი გემსხვრევა.

თითქოს გარბიხარ, გაურბიხარ ყველაფერს, გარბიხარ და არ იცი საით წახვიდე, უბრალოდ გარბიხარ…

უზარმაზარი სურვილი, ვიღაცამ ამოიკითხოს თვალებში შენი გასაჭირი და მზრუნველად  გითხრას :” რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?” დიდი თვალებით მდუმარედ ყურება მეგობრების თვალებში და გულისდაწყვეტა, რომ ისინი ვერაფერს ამჩნევენ. გულისდაწყვეტა, რომ ეს თვალები უკვე შენს ჩვეულებრივ თვალებად იქცა და მასში ტკივილს ვეღარავინ ხედავს.

ზოგჯერ ვგრძნობ, რომ უნდა გავიქცე.
კი არ ვგრძნობ, მინდა.
უნდა გავექცე ყველაფერს.
ყოველდღიურობას.
დაღლას.
ერთფეროვნებას.
სიყალბეს.
სიცივეს, (ადამიანურსაც).
პრობლემებს.
ძალდატანებულ მხიარულებას.
ოჯახს.
საყვარელ მეგობრებს.
ჩამოწერილი წესებით ცხოვრებას,
უბრალოდ ზოგჯერ არც თუ უმიზეზოდ დგება მომენტი, როცა მეტისმეტად კარგად მოქცევა ცუდად გხდის.

მექანიკურად მიყვები ცხოვრების დინებას.

სასიცოცხლოდ აუცილებელია რაღაცის შეცვლა. თუმცა არა ვიტყუები, სასიცოცხლოდ და საარსებოდ  აუცილებელი მხოლოდ ჰაერია, მერე წყალი და ბოლოს საკვები. სიყვარული, ოჯახი, მეგობრობა აუცილებელია ცხოვრებისთვის, თორემ მაგის გარეშეც არ დავიღუპებით.
კითხვაზე “როგორ ხარ?”  პასუხობ “კარგად”–ს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი სხვა რა უპასუხო, ან არ გინდა ზედმეტი კითხვებით თავი მოგაბეზრონ და უბრალოდ თავიდან იშორებ.
therunawayreadingხანდახან ვფიქრობ, საერთოდ აქვს კი გაქცევას აზრი, სად გაიქცევი ? და როცა გაქცევას გადავწყვეტ ვხვდები, რომ რაღაც არარეალურ ვლამობ, რადგან გავექცევი ყველაფერს, მაგრამ ვერასდროს გავექცევი საკუთარ თავს…  თანაც გაქცევას ხომ ყოველთვის დაბრუნება მოსდევს.