ჭიდილი ქვეცნობიერთან

საკუთარმა თავმა პრობლემა გამიჩინა, ვერ გავუმკლავდი და დავმარცხდი !  შინაგამა განწყობამ გამწირა…    

 გამოცდაზე ჩავიჭერი… საშინელ ხასიათზე ვიყავი, ჩავფლავდი მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევას არ ვუშურებდი და ვმეცადინეობდი.

girl in libraryჩავიჭერი…

სათქმელად ადვილია, მაგრამ გული რას ამბობს ?

არაფერს… ცარიელია, სიტყვები არ ემეტება, დუმს!

რა ვქნა?

ლექტორი მეორე შანსს მაძლევს მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი დაეწერა შესაბამისი შეფასება. გაოცებული ვარ,მაგრამ ის ჩემზე მეტად, ვერ ვხვდები რა ხდება, რატომ მომცა მეორე შანსი. შერცხვენილი წამოვედი საკუთარი თავისა და მეგობრების წინაშე, თვალს ვერავის ვუსწორებ პირველ რიგში კი საკუთრ თავს, თან ბრაზი მომდის, არ ვიცი რა მემართება… განმერებით გამოცდამდე ოთხი დღეა დარჩეილი არც ვიცი საიდან დავიწყო მეცადინეობა, კიდევ ერთ მარცხს ვერ გადავიტან… ვმეცადინეობ და ნაცნობ ტექსტს ისე ვკითხულობ თითქოს უცნობია, რამე უნდა მოვიფიქრო, ვიცი რომ შემიძლია,  მაგრამ …

ოთხი დღე, ოთხი გრძელი დღე. გამუდმებით გამოცდაზე ვფიქრობ და მახსენდება სიტყვები „არ გაუცრუო იმედი არც იმას და არც მე“ . ნეტავ რა მოხდება ? რომელ თემას აირჩევს ?  შევძლებ კი ისე მოყოლას როგორც მე მინდა? ერთხელ მითხრა : „შენი ღამის კოშმარი გავხდები“, და მგონი მართლაც ამიხდა  ყველგან ფსიქოლოგიის საკითხები მელანდებოდა… სხვადასხვა ინტერპრეტაციით სიზმრებსაც კი ვნახულობდი  სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი, მარტო ეს თემები მიტრიალებდა თავში, სახლიდან არ გავდიოდი, დედას ტელევიზორს არ ვაყურებინებდი, ჩემს დას ხმამაღლა კითხვას ვუკრძალავდი… მოკლედ ამ გამოცდამ იმდენად ჩამკეტა, რომ ამის მეტი აღარაფერი მაინტერესებდა… ვოცნებობდი სამშაბათის დადგომაზე, ტვირთად მაწვა, ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ორი აზრი ერთმანეთს ებრძოდა,ეს იყო კიდევ ერთი ბრძოლა საკუარ თავთან! ერთი ამბობდა გაიმარჯვებ, მეორე კი დამარცხდებიო.

აი როგორც იქნა, დადგა სანატრელი დღე, დილით ადრე ავდექი გასამეორებლად და ადრევე წავედი გამოცდის ჩასაბარებლად, საყვარელმა ადამიანებმა წარმატება მისურვეს. თოვს, ცივა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, მოყნული გზა ისე გავიარე  და ისე მივედი უნივერსიტეტში ვერც კი გავიგე, დაძაბული ვარ, თუმცა არ „ვნერვიულობ“ ჯერ. მე პირველი მივედი ჯერ არ ვნერვიულობდი, რადგან ლექტორი მოსული არ იყო, მაგრამ როგორც კი ზარის ხმა გავიგე ავნერვიულდი, დავიძაბე, გულის ცემა გახშირდა, სუნქვა გამიძნელდა, ფეხებმა კანკალი დამიწყო, რათქმაუნდა არ ვიმჩნევდი და ჩვეული ოპტიმიზმით შევედი გამოცდაზე, წარუმატებლობაზე ფიქრს, თავში არ ვუშვებ, ერთი სული მაქვს გავიგო, რომელი თემა უნდა მოვყვე , როგორც იქნა მითხრაააა ცოტა დავწყნარდი, ვფიქრობდი ამ პატარა თემას მოვყვები და მორჩება, დამთავრდება ჩემი ამდენი დღის ტანჯვა  თქო, მაგრამ ჰოი საოცრებავ სანამ მოსაფიქრებელ დროს მომცემდა მითხრა „ამით დავიწყოთ და მერე ვნახოთო“ გამიკვირდა რადგან ვიცოდი, რომ ერთი თემა უნდა ჩამებარებინა. დავიწყე მოყოლა ნორმალურად მივდიოდი ცოტა დაწყება კი გამიჭირდა… და შემდეგ კითხვები არ თავდებოდა ერთი მეორეს მოსდევდა, სხვა თემებიდან, ყოველი ახალი შეკითხვის  დროს ვფიქრობდი ოღონდ „სტრესი“ არა, ოღონდ არა იმიტომ რომ არ ვიცოდი, არამედ იმიტომ, რომ ეს თემა ძალიან მთრგუნავდა… ქვეცნობიერი მოსვენებას არ მაძლევდა, მთელი ენერგია გამომელია… ბოლოს მეუბნება „იმდენად სასიამოვნოდ ყვები კიდევ მინდება კითხვის დასმაო“ უკვე გავთმამდი ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა, მიხარია… მეგობრები გარეთ მიცდიან და მგულშემატკივრობენ, ფიქრი ჩაიჭრები საბოლოოდ განაგდურდა, მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა.

მე და ჩაჭრააა?!

ბედნიერი ვააააააარ!

მე ისევ მე ვარ

რა აღარ გააკეთეს,რით არ სცადე დახმარება… დედა მეუბნებოდა და ყველა იმასვე მიმორებდა „მოვა… დროა საჭირო, ჭრილობას მოშუშება სჭირდება“.  მაგრამ, დრო არ ითმენს…

 

ეს მოხდა ხუთშაბათს, ფსიქოლოგიის ლექციაზე, როცა მთელი ყურადღება მიპყრობილი მქონდა ლექტორისკენ,   რამე არ გამომპრვოდა. „სემინარი რათქმაუნდა არ ვიცოდი “(თუმცა წაკუითხულ მქონდა) და რაღაცეებს ვბოდიალობდი ალაგალაგ… ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ  ნასწავლი მაქვს, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, მეხსიერება აშკარად მღალატობდა, ვღელავდი, რაგდან თავს ვერაფრით ვშველოდი. დადგა გადამწყვეტი მომენტი რომლისაც ასე „მეშინოდა.“ შეფასება, დარწმუნებული ვარ დაბალი იქნება და არც ვუსმენ რა ქულას იტყვის და ჰოი საოცრებავ თიკამ ქულები არ დაწერა… თან მიხარია, თან არა მე ხო მაინც ვიცი ჩემი შედეგი და ამის გამო ისედაც დათრგულული ვარ, საკუთარ თავს ვჭამ, მე ხომ შემიძლია… ამ დროს ზეპირ შეფასებებს გვაძლევს ოღონდ ქულებს კი არა უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებს, მე უკვე ფიქრებში ვიყავი წასული „კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება წარუმატებლობა, დაღმასვლა, როდის დავიბრნებ ჩემს ნამდვილ სახეს?“ამ დროს მესმის ჩემი სახელი და თიკას კომენტარი „თუ ფსიქოლოგიის სწავლა არ შეგიძლია ეს დრო უფრო სასარგებლოდ გამოიყენე“ ამ სიტყვებმა საბოლოოდ გამანადგურა, დამთრგუნა, ჩამკეტა. „ისედაც ცუდად ვარ და ეხლა ამის თქმა შეიძლებოდა თქო ვფიქრობდი იმის ნაცვლად, რომ მდგომარება გამიადვილოს…გულს უარესად მიკლავს“ რამოდენიმე დღე აღარაფერს ვეკეთებდი არც ერთ საგანში ყველაფერი “ მეკიდა“ და ვამბობდი ყველაზე კარგად უსაქმურობა გამომდის თქო, მერე ბრაზი მომივიდა „ბოლო სიტყვა ჩემზე იქნება, დავამტკიცებ რა შემიძლია მეთქი“ და წიგნი ავიღე ხელში,

post-25-1183660279 Continue reading