თუ დედამთილი მონსტრია…

imagesI4GG2LQ4ცოტახნისწინ ვიღაცასთან გადავაწყდი პოსტს სახელით “ძირს დედამთილ მოძულე რძლები”  და ამან  ჩემში მიძინებული ტკივილი და სევდა გააღვიძა, რომელიც სწორედ, რომ დედამთილს უკავშირდება. ამ ქალმა ხომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად ჯერ კიდევ დაქორწინებამდე აქცია და ახლაც გულმოდგინედ აგრძელებს ცხოვრების გამწარებას.

გათხოვებამდე ყოველთვის მიკვირდა და ვბრაზდებოდი გოგონებზე, რომლებიც დედამთილებზე ცუდს ლაპარაკობდნენ, სულ ვფიქრობდი ნეტავ რა გაუკეთეს ასეთი თქო, ხოდა აი ახლა მეც მყავს ურჩხული სახელად დედამთილი.

და ყველაფერი იცით საიდან დაიწყო? გადაწყვეტილებიდან, რომელიც გამოუკიდებლად მივიღეთ.  მოკლედ, რომ ვთქვა ოჯახის შექმნა გადავწყვითეთ.  ხოდა როგორც კი ეს ამბავი შეიტყო დაგვაყენა ლამაზ ლამაზი სიტყვების და სურვილების კორიანტელი , თურმე ნუ იტყვი და როგორ გავბედეთ ამ გადაწყვეტილების მისთვის უკითხავად მიღება, ეს კიდევ არაფერი როგორც მერე გაირკვა მისივე სიტყვებიდან მე მისი ბიჭისთვის შეუფერებელი მეწყვილე ვარ არასაკმარისი სიმაღლის (154სმ) სიგამხდრის და ხორბლისფერი კანის გამო. მოკლედ მისი გემოვნება ვერ დავაკმაყოფილე და ჯოჯოხეთიც დაიწყო. ჩემმა “ძვირფასმა”  დედამთილმა აქტიურად დაიწყო ოპერაცია სახელწოებით ქორწილის ჩაშლა და ხან ინფაქტი დაიტაკა  ხან რა და ხან რა  არც შვილისთვის ტელეფონის დამალვა მორიდებია და არც სხვა საძაგლობების გაკეთება, მაგრამ ამის მიუხედავად ბედს მაინც არ ვუჩივი და არ მჯერა, რომ ყველა დედამთილი ასეთი სასტიკია და მე მჯერა უკეთესი მომავლის 🙂

2 thoughts on “თუ დედამთილი მონსტრია…

  1. რავი ჩემი სადედამთილოც ეგეთივე მონსტრია და..? რა საშინელებაა ხო, მესმის შენი.. 😐

Leave a comment