წარმატებისკენ მიმავალ გზაზე…

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიამ  სერიოზულად გამიტაცა, თუმცა პაპარაცული ფოტოების გადაღება ყოველთვის მიყვარდა და მგონი კარგადაც გამომდიოდა.

images (7). Continue reading

გჯეროდეს…

believeხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, ერთი წარუმატებლობა საკმარისია და მეორედ ბედს აღარ ვცდით ხოლმე…

არადა რა სისულელეა:

აიცრუო გული ყველა მეგობარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ერთგული არ აღმოჩნდა…

შეწყვიტო ოცნება, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა…

აღარ ილოცო, იმიტომ, რომ გგონია, რომ ღმ-თმა შენი ლოცვა არ შეისმინა…

შეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა

და დაკარგო სიყვარულის რწმენა, რადგან ერთმა იდიოტმა გული გატკინა…

გახსოვდეს, გახსოვდეს და გჯეროდეს…

რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული

გაუღებ თუ არა ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, შესაძლებლობებს, მეგობრებსა და სიყვარულს კარს…

ჯობს გვიან ვიდრე არასდროს…

ჩვეულებრივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან არაჩვეულებრივი დილა გამიტენდა.

რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი და დარწმუნებული, რომ სამსახურში არ უნდა წავსულიყავი,  არადა მე-4,5,6 კლასები მელოდნენ წინ.

მე-4 კლასი სადაც გაკვეთილს სიამოვნებით ვატარებ და შესვლაც მიხარია, მე-5 სადაც პირველობისთვის ომი აქვთ გაჩაღებული და მე-6 სადაც აკვეთილის ჩატარება საშინელებათა ფილმს გავს, თავად კლასი კი მოძრავი საგიჟეთია.

შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი, ხოდა სწორედ ამ დროს ტელეფონმაც დარეკა.

ნახევრად მძინარემ ვუპასუხე. სასწავლო ნაწილმა ბოხი ხმით შემატყობინა, რომ დღეს ჩემი გაკვეთილები გაცდება, ძალიან გამიხარდა რადგან დღევანდელ ჩემს გეგმებში სკოლა ნამდვილად არ შედიოდა და ხელსაც მიშლიდა.

დილიდან მშვენიერი ამბავი შემატრობინეს, ხოდა მეც ამ წვიმიან ამინდში დავირაზმე და გავემართე უნივერსიტეტისკენ, ჩემ დას ლექციაზე მივუჯექი და მერე ერთად გავეშურეთ ჩემი დიდი ხნის “ოცნების” ასასრულებლად.

1342208921_storyმას შემდეგ რაც ფოტოგრაფიამ გამიტაცა, ოცნებად მქონდა ქცეული ნახევრად პროფესიონალი აპარატი მაინც მეყიდა, შარშან ამ დროს ოცნება ამიხდა და პროფესიონალი ვიყიდე, მაგრამ შენაძენით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან სასურველი ლინზა არ მქონდა, ხოდა ოცნებად მექცა ახალი ლინზის ყიდვა.

ამბობენ “იმედი ბოლოს კვდება-ო”.  შესაბამისად სანამ იმედი არსებობს გადაშენება არც ოცნებას უწერია.

ჩავუვლიდი Nikon-ის ვიტრინას და თვალები ლინზაზე მრჩებოდა. ხან რა გამოძვრებოდა, ხან რა და ლინზაზე ჯერი ვეღარ მიდიოდა, ხოდა ამ დილით იმ აზრით ავდექი, რომ დღეს ახალი ლინზა ჩემი გახდებოდა, დავადექი ჩემს დას, დავლაშქრეთ Nikon-ის მაღაზია და ჩემს აპარატს ეხლა ახალი ლინზა ამშვენებს. 😉

ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ

მონატრება ტირილამდე გაგიგია?!

 მიყვარს ქუჩაში სეირნობა. ქუჩაში სადაც დღისით ხალხი ირევა, ფუსფუსი და მოუსვენრობაა, იქ სადაც სიცოცხლე და ხალისია, მზე გათბობს და გეკეკლუცება,ნაზად გეალერსება და სულსაც გითბობს, მაგრამ ღამით,ღამით ყველაფერი იცვლება, მეძალებიან და ერთმანეთში ირევიან სევდიანი ფიქრები, მონატრება ძალებს იკრეფს და ჩემი გულის ძგერაც კი მესმის.

აღარ ჩანს ცაზე ის ვარსკვლავები, რომლებიც ასე ძალიან მენატრება.  მაგონდება ის დრო, როცა ფანჯარაზე დასკუპებული გავცქეროდი ცას, ვუყურებდი სავსე მთვარეს, ვუსმენდი წვიმას და ვოცნებობდი.
ზამთრის სუსხმა სულ ყველაფერს დაუკარგა ეშხი, მაგრამ დადგა ფერადი გაზაფხული და სულშიც ისევ სხვა სიმღერა დაიბადა ამ ბოლო დროს რატომღაც მეტს ვითხოვ ცხოვრებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. მგონია რომ გავიზარდე და უკვე დიდი  ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი რომ ვცდები. ჯერ ისევ პატარა ვარ. ჯერ ისევ ბავშვი.

…ჰკივის ჩემში ისევ შენი მონატრება. ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია…  არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა…არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი, ჩაგეხუტებოდი ისე, რომ გეგრძნო თუ როგორ ცემს  ჩემი პატარა გული, რომ იცოდე როგორ მენატრები,  შენ, შენი ხმა, ხმა რომელიც მიყვარს, მიყვარს მთელი გულით, და რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, მენატრება შენი ღიმილიანი სახე, რომელიც ყველას უღიმოდა ,არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა, მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო. აი ზუსტად ეხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება, რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემს სხეულში, იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება…მენატრები ისე როგორც არასდროს… უზომოდ მენატრები…მენატრება ერთად გატარებული ყოველი წამი, წუთი, საათი, ყველაფერი რასაც ერთად ვაკეთებდით…

მონატრება ტკივილამდე გაგიგია?! ხოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები..                                                                                                                            შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?!… ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები…                                                                                                     არა უკვე მეტი აღარ შემიძლია… უნდა გითხრა… მე უბრალოდ მენატრები…

ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს,

რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და თავის კვალს ტოვებს შენს ნაზ სახეზე, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია…მენატრები, როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ, სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის.

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი . . .

post-20-1306248829

დღე რომელსაც 12 წელი ველოდი…ThE BesT DaY in my LifE

tumblr_llne1dpu7r1qf3vq1o1_500_largeსათაური ცოტა არ იყოს დააბნეველი და ბევრის მთქმელია…

რას შეიძლება ადამიანი თორმეტი წელი მოუთმენლად ელოდეს? პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს და ადამიანის ფანტაზაზეა დამოკიდებული… Continue reading

ისე აღარ… როგორც ადრე

….ვზივარ მარტო…

ჩვეულებრივი მაგრამ ამავე დროს არაჩვეულებრივი დღეა ამ არაჩვეულებრივ სამყაროში…

გარეთ თოვს…

ისევ თოვს როგორც ადრე, მაგრამ ისე აღარ, როგორც ადრე…christmas-girl-hair-hands-snow-window-favim-com-1005842 Continue reading