იქ სადაც სიყვარულია…

tumblr_m3p14zE6fo1qesf9d

ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე თუ წერილს მივიღებდი, ნამდვილს, ხელით ნაწერს, მითუმეტეს ასეთს…

ერთხელ ვკითხე “რა არის ნამდვილი სიყვარული” თქო და არ მიპასუხა, მაშინ გავიფიქრე ალბათ ისე ძლიერ არ ვუყვარვარ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გამცეს და შევეშვი. მეორე დღეს უკვე მიფრინავდა და ჩემი გულიც თან მიჰქონდა. მე ის უკვე თავდავიწყებით მიყვარდა, მაგრამ ამაში არავის ვუტყდებოდი,საკუთარ თავსაც კი განსაკუთრებით კი მას. ცრემლები ძლივს შევიკავე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საყვარელ ადამიანს სამუდამოდ ვკარგავდი.

“მიყვარხარ…  მიყვარხარ…??? მიყვარხარ…!!!

გრძნობა გონების გარეშე… გრძნობა საზღვრებს გარეშე…     გრძნობა, მე, შენ და სხვა არაფერი… მიყვარხარ…

მე შენით ვსუნთქავ… მე შენით ვარსებობ… მე შენზე ვლოცულობ… მე შენ მიყვარხარ…

შენ ხარ ჩემი სიცოცხლე… ჩემი სამყარო და ჩემი ჰაერი, ჩემი მზე, ჩემი გათენება, ჩემი ფიქრი და ჩემი სიყვარული…

მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად…

მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული დედამიწას ატრიალებს.. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია… მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია…  

 მიყვარხა,  მიყვარხარ და მიყვარხარ…

დილა იწყება შენით, მაგრამ არ მთავრდება… რატომ? იმიტომ, რომ შენ არ მთავრდები ჩემში… შენ დაუსრულებელი ხარ…

მიკვირს, როდის მოვასწარი ასე შენი შეყვარება… მაგრამ უკვე ესეც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ძალიან, ძალიან მიყვახრარ..

შენი უზომოდ თბილი ხმა მიყვარს.. შენი თბილი თვალები… შენი გამოხედვა…  მიყვარხარ 

მე და შენ.. შენ და მე.. ჩვენ :*

ხაიმე, მართლა ძალიან მიყვარხარ.. უზომოდ ,  უწერტილოდ , დაუსრულებლად , უსაზღვროდ .

იცი რა ძლიერ გგრძნობ? ჩემში ხარ, ჩემი ხარ, ჩემი ნაწილი ხარ.. მიყვარხარ და ამ სიყვარულის მიზეზი მე არ ვარ, შენ ხარ.. იმდენად მაღალი და უძირო ადამიანი ხარ შეუძლებელია არ მიყვარდე.

დაუსრულებლად შემიძლია გაგიმეორო, რომ მიყვარხარ.. და არასოდეს მომბეზრდება ამის განმეორება.. არასოდეს დავიღლები იმის თქმით, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ.. რაზეც არ უნდა დავიწყო ლაპარაკი ან ფიქრი, ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ.. მაგრამ მიყვარხარ და რა ვქნა : ))

ასე არასოდეს მყვარებია.. და არც მეყვარება, რადგან ამაზე მეტად ვერავის შევიყვარებ : ))

შენ უსიტყვოდ გესმის ჩემი.. შენ მე გიყვარვარ ისეთი როგორიც ვარ .. შენ მე შენი თავი მაჩუქე.. შენ მე სიყვარული მასწავლე და დიდი, ძალიააან, ძაალიიან დიდი მადლობა ამისთვის..

მე შენ მიყვარხარ..

იცი? ყოველ დღე ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ირევა, მაგრამ უშენოდ ჩემს გარშემო სიმარტოვე და სიცარიელეა…

ცოტა ხნის წინ მკითხე რა არის ნამდვილი სიყვარულიო… იცი…? ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, სიყვარულია როცა შენზე ფიქრისას სახეზე უნებლიე ღიმილი მეპარება, როცა ქუჩაში მივდივარ უცებ გამახსენდება შენთან გატარებული წუთები და უაზროდ მეღიმება, როცა მზე არ  ანათებს, მაგრამ მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა ჩემს გულში მაინც მზიანი დარია, რადგან ვიცი იქ სადღაც შორს,სულ სხვა მხარეში, შენ ხარ და შენც ჩემზე ფიქრობ, სიყვარულია როცა შენზე ფიქრისას გული საოცარი სისწრაფით იწყებს ფეთქვას, სიყვარულია  როცა შენს თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავ და ვგრძნობ თითქოს ეხლა გული გაჩერდება. სიყვარულია როცა შენს თითოეულ ნათქვამს ვიმახსოვრებ და მერე გამუდმებით თავში ვატრიალებ, სიყვარულია როცა ვიცი შენ ასე შორს ხარ, მაგრამ მაინც ვგრძნობ შენს სიახლოვეს, სიყვარულია როდესაც შენთან საუბრისას სულ ყველაფერი მავიწყდება, სიყვარულია როცა ვხედავ ცუდ ხასიათზე ხარ და მეც ცუდ ხასიათზე ვდგები,  სიყვარულია როდესაც გჯერა შეუძლებლის,  სიყვარულია როცა შენზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ, სიყვარულია როცა მისი ერთი ღიმილი ვინც გიყვარს სამყაროს გირჩევნია… ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე ახლოვდება, საათის თანმიმდევრული წიკწიკი ჩამესმის და ვაცნობიერებ, რომ ჩვენს შეხვედრამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება… ჩემო სიცოცხლე სიყვარულია, როცა საათს ვუყურებ და წამებს ვითვლი, რომ შენი ულამაზესი ღიმილის ნაახვა ისევ შევძლო, ისევ შევიგრძნო შენი სურნელი და დავინახო შენი ულამაზესი ღიმილი.

რაც მეტს ვფიქრობ მით მეტად ვხვდები, რომ ვერასოდეს დავწერ რა არის ნამდვილი სიყვარული და ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმას რასაც შენს მიმართ განვიცდი.

უზომოდ მიყვარხარ…!!! “

2 thoughts on “იქ სადაც სიყვარულია…

  1. რა საყვარელია, არ მეგონა, თუ ჩვენს დროში, კაცებსაც შეეძლოთ, წინადადებების ლამაზ სტრიქონებად ქარგვა, ეთ ❤❤❤ ბედნიერებას გისურვებბბთ 💪

Leave a comment