გაიყინა, შემოდგომა გაიყინა…

frozen_life_by_hquer-d347n0nშემოდგომის ოქროსფერი დღე ზამთარივით გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა…

ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება.

მახსოვს სულ ცოტა ხნის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

მას შემდეგ შემოდგომა გაიყინა…

მარტო შემოდგომა კი არა თითქოს ცხოვრებაც გაიყინა…

ყველაფერმა ფერი დაკარგა, გახუნდა, გაერთგეროვნდა…

”უკანასკნელი” წერილი ..

images (11)ბოლო თვეები სევდიანი მუსიკის ფონზე მიზოზინებს. შენმა უეცარმა გაქრობამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ძილის წინ , ტრადიციისამებრ შენზე მეფიქრება.

აწმყოში, გადმოტანილი შენთან გატარებული წარსულით ვცოცხლობ. ისევ უიმედოდ ვითვლი დღეებს, მერე რა, რომ აწი აღარასდროს დაბრუნდები. უკვე იმაზე მეტი დღე გავიდა უშენოდ, ვიდრე…

მიმძიმს შენი დაკარგვა, მაგრამ უფრო მეტად ის მამძიმებს, რომ შენ, როგორც ადამიანი დაგკარგე. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი: მამა, მეგობარი, სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული,ზურგი, თავშესაფარი.

ყველაფერზე რაც გარშემოა, შენ მახსენდები. ეს სახლიც, ჩემს გარშემო მყოფი ადმიანები , ქუჩები, ნივთები შენს თავს მახსენებს. შენ მახსენდები მაშინაც, პარასკევი საღამო რომ დგება, რადგან შაბათ კვირას მთელი ოჯახი ერთად ვატარებდით

23 თვეა ჩემი ტვინის უჯრედებს არცერთი დღე გაუტარებიათ შენზე ფიქრის გარეშე. კითხვისას, თარგმნისას, ავტობუსში თუ ჩვენს უნივერსიტეტში, სამსახურში თუ მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ფონად შენგან დატოვებული მოგონებები გამდევს.

არასდროს დავიღლები შენზე წერით და ლაპარაკით. შენ ჩემი ყოველწუთიერი მუზა ხარ. მუზა, რომელმაც სამი 23 თვეა ჩვეულ ცხოვრებას გამომთიშა.

მენატრები…

ტკივილამდე მენატრები…images (6)

მონატრება ტირილამდე გაგიგია?!

 მიყვარს ქუჩაში სეირნობა. ქუჩაში სადაც დღისით ხალხი ირევა, ფუსფუსი და მოუსვენრობაა, იქ სადაც სიცოცხლე და ხალისია, მზე გათბობს და გეკეკლუცება,ნაზად გეალერსება და სულსაც გითბობს, მაგრამ ღამით,ღამით ყველაფერი იცვლება, მეძალებიან და ერთმანეთში ირევიან სევდიანი ფიქრები, მონატრება ძალებს იკრეფს და ჩემი გულის ძგერაც კი მესმის.

აღარ ჩანს ცაზე ის ვარსკვლავები, რომლებიც ასე ძალიან მენატრება.  მაგონდება ის დრო, როცა ფანჯარაზე დასკუპებული გავცქეროდი ცას, ვუყურებდი სავსე მთვარეს, ვუსმენდი წვიმას და ვოცნებობდი.
ზამთრის სუსხმა სულ ყველაფერს დაუკარგა ეშხი, მაგრამ დადგა ფერადი გაზაფხული და სულშიც ისევ სხვა სიმღერა დაიბადა ამ ბოლო დროს რატომღაც მეტს ვითხოვ ცხოვრებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. მგონია რომ გავიზარდე და უკვე დიდი  ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი რომ ვცდები. ჯერ ისევ პატარა ვარ. ჯერ ისევ ბავშვი.

…ჰკივის ჩემში ისევ შენი მონატრება. ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია…  არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა…არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი, ჩაგეხუტებოდი ისე, რომ გეგრძნო თუ როგორ ცემს  ჩემი პატარა გული, რომ იცოდე როგორ მენატრები,  შენ, შენი ხმა, ხმა რომელიც მიყვარს, მიყვარს მთელი გულით, და რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, მენატრება შენი ღიმილიანი სახე, რომელიც ყველას უღიმოდა ,არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა, მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო. აი ზუსტად ეხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება, რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემს სხეულში, იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება…მენატრები ისე როგორც არასდროს… უზომოდ მენატრები…მენატრება ერთად გატარებული ყოველი წამი, წუთი, საათი, ყველაფერი რასაც ერთად ვაკეთებდით…

მონატრება ტკივილამდე გაგიგია?! ხოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები..                                                                                                                            შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?!… ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები…                                                                                                     არა უკვე მეტი აღარ შემიძლია… უნდა გითხრა… მე უბრალოდ მენატრები…

ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს,

რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და თავის კვალს ტოვებს შენს ნაზ სახეზე, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია…მენატრები, როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ, სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის.

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი . . .

post-20-1306248829

კოშმარის დასაწყისი № 3

ველა ამბავს სჭირდება დასასრული… ძალიან მიჭირს წერა, მიჭირს, მაგრამ მაინც ვწერ ცრემლი მახრჩობს და წერას მიძნელებს…

ესეც ამ ამბის დასასრული…

148259_539849232711521_622485078_n Continue reading

კოშმარის დასაწყისი № 2

თქვენ ალბათ ამბის გაგრძელება გაინტერესებთ…

პირველი ორი დღე კარგად იყო, ვბრაზდებოდი სახლში რატომ არ უშვებენ თქო მესამე დღიდან გაუარესება დაეწყო ხშირად ეთიშებოდა გული, თუმცა იმედს არ ვკარგვდი რომ გამოჯანმრთელდებოდა და ფეხზე დადგებოდა, თავში ცუდ აზრებს არ ვუშვებდი, მაგრამ ბედის ბორბალი უკუღმა ტრიალებდა. Continue reading

მივდივარ…

მიდიხარ?

ხო, მივდივარ…

რატომ ასე მალე?

ალბათ უკვე დროა…

ამდენი ხანი გავიდა და აი უკვე წასვლის დროა საცაა ჩამოდგება მატარებელი და  მშვიდობით…

მივდივარ…

რაღაც უცნაური გრძნობაა, მივდივარ ვშორდები საყვარელ ადამიანებს და რაღაც უცნაური სიცარიელე.

მივდივარ…

 

გძინავს ?…

sizmari

  • გძინავს?
  • –  არა , არ მძინავს, ვერ ვიძინებ…
  • რატომ?
  • –  ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ… ქაოსურად ირევიან ჩემს პატარა თავში. ბევრს ვფიქრობ, უაზროდ ბევრს და ხანდახან ჩემივე ფიქრებში ვიკარგები
  • როგორ ხარ?
  • –  ისე მეკითხები თითქოს არ იცი… ცუდად ვარ …
  • რატომ?
  • –  ისევ უადგილო კითხვა, მენატრები ძალიან მენატრები თითქოს არ იცი…
  • საიდან უნდა ვიცოდე?
  • –  შენზე ამბობენ ყველაფერი იცისო
  • და შენც დაიჯერე?! რატომ?
  • –  არ ვიცი … ალბათ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო
  • თვალები გაახილე რა ასე მგონია გძინავს.
  • –  გავახელ, თუ დამპირდები, რომ არ წახვალ… აი ვახელ
  • ხომ ხედავ ისევ აქ ვარ შენთან
  • –  უუუხ როგორ მომენატრე, ..
  • მას მერე  მთელი წელი გავიდა შინ კი…
  • –  ძნელია ჩემთვის უშენობა მა…
  • მე გხედავ როცა ჩემთვის ლოცულობ, როცა ტირი და როცა იცინი, როცა მარტო ან მეგობრებთან ერთად ხარ…
  • –  არ ვიცი უკვე  წელიწადია უშენოდ ამოდის მზე დედამიწაზე, მაგრამ…
  • რატომ მელაპარაკები ასე?
  • –  შენ ჩემთან აღარასდროს იქნები, დილა გათენდება და სიზმარიც დასრულდება, ერთად ყოფნის არქივი მაკავშირებს მხოლოდ შენთან..
  • ნუ ტირი გთხოვ…
  • –  მენატრები… ტკივილამდე მონატრება გაგიგია…? ხოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები…

როცა სინანული გვიანია…

1d40128345                                                                                                                                                                      ვნანობ…

იცი რას ვნანობ?

მაშინ შენთან, რომ მოვედი და ისე უსიტყვოდ ვიდექი შენს გვერდით…

რომ არაფერი გითხარი…

არ გითხარი თუ როგორ ძლიერ მიყვარდი…

არ გითხარი თუ როგორ მენატრები…

არ ჩაგეხუტე და არ გაკოცე…

ვნანობ…

რომ ხმა არ არმოვიღე  და გაქვავებული ვიდექი შენს გვერდით…

ორჯერ ვიყავი შენთან, მაგრამ არც ერთხელ არაფერი მითქვამს…

არა კი არ გითხარი, ვერ გითხარი, ხმა ვერ ამოვიღე…

იცი როგორ მჯეროდა, რომ მალე სახლში დაბრუნდებოდი და ერთად ვიქნებოდით კიდევ დიდხანს…

შევცდი, მწარედ შევცდი და ახლა ვნანობ…

ვნანობ, რომ მაშინ არაფერი გითხარი…

კოშმარის დასაწყისი

არ ვიცი ღირს თუ არა ამის დაწერა და გახსენება, მაგრამ მაინც ვწერ.ვწერ იმიტომ რომ ჩემი სათქმელი ვთქვა, ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ამით მაინც მოვიხსნა ის უდიდესი ტვირთი რომელსაც ვატარებ… Continue reading