”უკანასკნელი” წერილი ..

images (11)ბოლო თვეები სევდიანი მუსიკის ფონზე მიზოზინებს. შენმა უეცარმა გაქრობამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ძილის წინ , ტრადიციისამებრ შენზე მეფიქრება.

აწმყოში, გადმოტანილი შენთან გატარებული წარსულით ვცოცხლობ. ისევ უიმედოდ ვითვლი დღეებს, მერე რა, რომ აწი აღარასდროს დაბრუნდები. უკვე იმაზე მეტი დღე გავიდა უშენოდ, ვიდრე…

მიმძიმს შენი დაკარგვა, მაგრამ უფრო მეტად ის მამძიმებს, რომ შენ, როგორც ადამიანი დაგკარგე. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი: მამა, მეგობარი, სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული,ზურგი, თავშესაფარი.

ყველაფერზე რაც გარშემოა, შენ მახსენდები. ეს სახლიც, ჩემს გარშემო მყოფი ადმიანები , ქუჩები, ნივთები შენს თავს მახსენებს. შენ მახსენდები მაშინაც, პარასკევი საღამო რომ დგება, რადგან შაბათ კვირას მთელი ოჯახი ერთად ვატარებდით

23 თვეა ჩემი ტვინის უჯრედებს არცერთი დღე გაუტარებიათ შენზე ფიქრის გარეშე. კითხვისას, თარგმნისას, ავტობუსში თუ ჩვენს უნივერსიტეტში, სამსახურში თუ მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ფონად შენგან დატოვებული მოგონებები გამდევს.

არასდროს დავიღლები შენზე წერით და ლაპარაკით. შენ ჩემი ყოველწუთიერი მუზა ხარ. მუზა, რომელმაც სამი 23 თვეა ჩვეულ ცხოვრებას გამომთიშა.

მენატრები…

ტკივილამდე მენატრები…images (6)

გაუზიარე გამოცდილება…

images (1)ალბათ დამეთანხმებით, ყველაზე რთული ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის დაკარგვაა.

არ ვგულისხმობ გაყრას, ან რომელიმე სხვა მიზეზით დაშორებას … Continue reading

კოშმარის დასაწყისი № 3

ველა ამბავს სჭირდება დასასრული… ძალიან მიჭირს წერა, მიჭირს, მაგრამ მაინც ვწერ ცრემლი მახრჩობს და წერას მიძნელებს…

ესეც ამ ამბის დასასრული…

148259_539849232711521_622485078_n Continue reading

კოშმარის დასაწყისი № 2

თქვენ ალბათ ამბის გაგრძელება გაინტერესებთ…

პირველი ორი დღე კარგად იყო, ვბრაზდებოდი სახლში რატომ არ უშვებენ თქო მესამე დღიდან გაუარესება დაეწყო ხშირად ეთიშებოდა გული, თუმცა იმედს არ ვკარგვდი რომ გამოჯანმრთელდებოდა და ფეხზე დადგებოდა, თავში ცუდ აზრებს არ ვუშვებდი, მაგრამ ბედის ბორბალი უკუღმა ტრიალებდა. Continue reading

როცა სინანული გვიანია…

1d40128345                                                                                                                                                                      ვნანობ…

იცი რას ვნანობ?

მაშინ შენთან, რომ მოვედი და ისე უსიტყვოდ ვიდექი შენს გვერდით…

რომ არაფერი გითხარი…

არ გითხარი თუ როგორ ძლიერ მიყვარდი…

არ გითხარი თუ როგორ მენატრები…

არ ჩაგეხუტე და არ გაკოცე…

ვნანობ…

რომ ხმა არ არმოვიღე  და გაქვავებული ვიდექი შენს გვერდით…

ორჯერ ვიყავი შენთან, მაგრამ არც ერთხელ არაფერი მითქვამს…

არა კი არ გითხარი, ვერ გითხარი, ხმა ვერ ამოვიღე…

იცი როგორ მჯეროდა, რომ მალე სახლში დაბრუნდებოდი და ერთად ვიქნებოდით კიდევ დიდხანს…

შევცდი, მწარედ შევცდი და ახლა ვნანობ…

ვნანობ, რომ მაშინ არაფერი გითხარი…

კოშმარის დასაწყისი

არ ვიცი ღირს თუ არა ამის დაწერა და გახსენება, მაგრამ მაინც ვწერ.ვწერ იმიტომ რომ ჩემი სათქმელი ვთქვა, ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ამით მაინც მოვიხსნა ის უდიდესი ტვირთი რომელსაც ვატარებ… Continue reading