ჯობს გვიან ვიდრე არასდროს…

ჩვეულებრივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან არაჩვეულებრივი დილა გამიტენდა.

რაღაცნაირად აფორიაქებული ვიყავი და დარწმუნებული, რომ სამსახურში არ უნდა წავსულიყავი,  არადა მე-4,5,6 კლასები მელოდნენ წინ.

მე-4 კლასი სადაც გაკვეთილს სიამოვნებით ვატარებ და შესვლაც მიხარია, მე-5 სადაც პირველობისთვის ომი აქვთ გაჩაღებული და მე-6 სადაც აკვეთილის ჩატარება საშინელებათა ფილმს გავს, თავად კლასი კი მოძრავი საგიჟეთია.

შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი, ხოდა სწორედ ამ დროს ტელეფონმაც დარეკა.

ნახევრად მძინარემ ვუპასუხე. სასწავლო ნაწილმა ბოხი ხმით შემატყობინა, რომ დღეს ჩემი გაკვეთილები გაცდება, ძალიან გამიხარდა რადგან დღევანდელ ჩემს გეგმებში სკოლა ნამდვილად არ შედიოდა და ხელსაც მიშლიდა.

დილიდან მშვენიერი ამბავი შემატრობინეს, ხოდა მეც ამ წვიმიან ამინდში დავირაზმე და გავემართე უნივერსიტეტისკენ, ჩემ დას ლექციაზე მივუჯექი და მერე ერთად გავეშურეთ ჩემი დიდი ხნის “ოცნების” ასასრულებლად.

1342208921_storyმას შემდეგ რაც ფოტოგრაფიამ გამიტაცა, ოცნებად მქონდა ქცეული ნახევრად პროფესიონალი აპარატი მაინც მეყიდა, შარშან ამ დროს ოცნება ამიხდა და პროფესიონალი ვიყიდე, მაგრამ შენაძენით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან სასურველი ლინზა არ მქონდა, ხოდა ოცნებად მექცა ახალი ლინზის ყიდვა.

ამბობენ “იმედი ბოლოს კვდება-ო”.  შესაბამისად სანამ იმედი არსებობს გადაშენება არც ოცნებას უწერია.

ჩავუვლიდი Nikon-ის ვიტრინას და თვალები ლინზაზე მრჩებოდა. ხან რა გამოძვრებოდა, ხან რა და ლინზაზე ჯერი ვეღარ მიდიოდა, ხოდა ამ დილით იმ აზრით ავდექი, რომ დღეს ახალი ლინზა ჩემი გახდებოდა, დავადექი ჩემს დას, დავლაშქრეთ Nikon-ის მაღაზია და ჩემს აპარატს ეხლა ახალი ლინზა ამშვენებს. 😉

ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ

დედა

 დედაა სიცოცხლის საწყისი…

new-mom-mothers-day

დიდია სამყარო, დიდი და ამოუცნობი, ახელ თვალებს და ნელ-ნელა ბინდი იწმინდება, ნელ-ნელა ყველაფერი, ყველა საგანი თავის სახეს იღებს, ამოუცნობი ფერი ნათდება და იკვეთება, სახე მომღიმარი, ალერსიანი, მშვენიერი, დედის სახე…

პირველი სიტყვა, რომელიც ჩვენი ბაგეებიდან ისმის, ეს არის დედა. დედაა ჩვენი სიცოცხლის წყარო, რომლის თვალებშიც ყოველთვის იკითხება ჩვენდამი დიდი სიყვარული. სიტყვა დედა ისეთი წმინდა და სათუთია, ჩვენში მუდამ ნაზ გრძნობებს აღძრავს, ოდითგანვე საქართველოში ქალის განსაკუთრებით კი დედის კულტი იყო, სოლოლაკის მთაზე მდგარი ქართლის დედაც ამას მოწმობს. ქართულ ენაში ყველა მთავარი სიტყვის ფუძე დედაა: დედა- მიწა, დედა-ბუნება, დედა-სამშობლო,დედა-ბურჯი,დედა-კაცი,დედა-ბოძი, დედა-ქალაქი, დედა-აზრი, დედა-ენა, დედა-ისტორია…

მოკლედ დედა რომ არა არ ვიქნებოდით არც ჩვენ, განა კი არსებობს რამე უფრო წმინდა და სათუთი? მას ხომ ისეთები ვყვარვართ როგორებიც ვართ, გვპატიობს შეცდომებს, გვაძლევს რჩევა დარიგებებს, გვასწავლის სწორად, როგორ ვიცხოვროთ…

დედა რომ არა არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ წარმომიდგენია ჩემი ამქვ

ეყნიური ყოფა, უსაზღვროდ მიყვარს და ვაფასებ, ვცდილობ ყოველთვის გავითვალისწინო მისი რჩევა, რადგან ვიცი, რომ მას ჩემთვის საუკეთესო სურს.

ბავშვობაში, როცა მას შვეცქეროდი ვნატრობდი: „ნეტავ მეც ასეთი დედა ვიყო  ჩემი შვილებისთვის „თქო,გავიზადე უკვე ოცის ვარ, მაგრამ ჩემი ნატვრა არ შეცვლილა, ყოველ დღე უფრო და უფრო მაკვირვებს. ყოველთვის მაოცებდნენ ჩემი თანატოლები რომელთაგანაც მესმოდა სიტყვები „ნეტავ თავს როდის დამანებებს, ჩემი არ ესმს, ვერ ვიტან…“  მე და დედას… უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, არ არსებობს თემა, რომეზეც დედასთან გახსნილად ვერ ვისაუბრებ…

დედა…

ყველა კარგი მოგონეა მასთანა დაკავშირეული, ყოველთვის ჩემს გვერდითაა, როცა რამე მიხარია, მწყინს ან მტკივა.

დედის ფასი ამქვეყნად არაფერია…

რამდენი ღამე გამილევია ამაზე ფიქრში                                                                                                                                                                                        მითქვამს პირდაპირ სათქმელი ჩემი, რაც მომდგომია ,
დამიწერია დიდ სიყვარულზე, და უძვირფასეს  მონატრებაზე
დამიწერია მე ჩემს ტკივილზე, დამიწერია ჩემს სინანულზე,
დამიწერია ლექსი წვიმაზე, საქართველოზეც დამიწერია,
დავმჯდარვარ ჩუმად ჩემთვის ოთახში, ჩემი გრძნობებიც ამიღწერია,
დამიწერია ბევრ სიწმინდეზე, ამაზე კარგი რა არი ნეტა?!
მაგრამ მთავარზე მშობელი დედაზე, სიტყვაც არ მითქვამს ამ ხნის მანძლზე
რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რომლისთვისაც ვარ მუდამ პატარა,
დედა, რომელმაც შვილის აკვანთან  ღამე მრავალჯერ თეთრად ათენა
დედა, რომელიც თავად იკლებდა და ამ მოკლებულს ის მე მაწვდიდა,
დედაა ტკბილი, მზრუნველი, თბილი, ვით საყვარელი დედა ქართლისა                                                                                                                  რამდენი რამე დედით იწყება, ის ჩემთვის არის გზა სიმართლისა,                                                                                                                                        სადაც არ ვიყო, ლხინში თუ ჭირში, სიბრძნე მე კიდევ მომემატება,
მაგრამ რა ბრძენიც არ უნდა გავხდე, დედა ყოველთვის მომენატრება,
მე სიყვარული დედამ მასწავლა, ის არის ჩემი მფარველი მუდამ
ლექსის წერისას რაღაც საოცრად, გულს ეუფლება კვლავ სიხარული,
მაშ დაილოცოს მშობელი დედა , დედის ამაგი და სათნოება,
დამსახურება არის დედისა, ყველგან, რომ ვდგავარ წელგამართული.

დედა…

დაუსრულებლდ შემიძლია მასზე საუბარი, უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა და მომიწევს ლექსიკონს მივმართო ;)

ის, რისიც ყველას გვეშინია…

…მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე… მივყვები  ქუჩებს და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს…და ასე, დაუსრულებლად!… თურმე რამდენი ადამიანის გზა  გადის ჩემი ცხოვრების გზაზე… რამდენი ადამიანი მილამაზებს ცხოვრებას… ზოგნი მიღიმიან, მესალმებიან, სასიამოვნო სიტყვებს მეუბნებიან. ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს რაიმე დამეშავებინოს მათთვის.

რამდენი მივლია… ბოლო კი არ ჩანს… რა უცებ შეიცვალა ყველაფერი… ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერდა ყოველივე…       დროის დაბრუნება , რომ შეიძლებოდეს… ნეტავ  მაინც იგივე შეცდომებს გავიმეორებდი?…

жизнь сбивает с ног но нам решать сможем ли мы подняться…ყოველი ადამიანი თავის გზას თვითონ ირჩევს,

ზოგი სწორ არჩევანს აკეთებს ზოგიც არა,ზოგს ზედმეტი ძალისხმევაც არ სჭირდება რაიმეს მისაღწევად, უამრავი ადამიანია ჩვენ გარშემო, მაგრამ ცოტას თუ ვუწოდებთ მეგობარს, ცოტასთან თუ დავილაპარაკებთ და გულს გადავუშლით,გავანდობთ გულისნადებს, არიან ისეთებიც ვინც საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას ამჯობინებენ,და თავის თავის მეტს არავის, არაფერს უზიარებს, ყელას სხვადასხვა აზრი აქვს და ყველა თავისებურად მართალია. არ ვიცი… არ მინდა, სამუდამოდ დაზამთრდეს, ნეტავ მალე მოვა გაზაფხული?

…მაშინ როცა მწარე რეალობის წინაშე დგები,  ჩნდება უამრავი კითხვა: რა გავაკეთო? ვის მივმართო ? სადაა შველა ?  …  თითქოს გარს უამრავი ადამიანი გაკრავს, მაგრამ ვერავის ამჩნევ, თავს მარტოდ გრძნობ და გამოსავალს ვერსაით ხედავ…  მეგობრებს უყვარხარ გამხნევებენ, შენს გვერდით ცდიობენ ყოფნას , მაგრამ არავინ გინდა, უბრალოდ არ გინდა, ან გინდა, მაგრამ შენივე ქცევით შენს სიახლოვეს არავის უშვებ, არ იკარებ… გელაპარაკებიან და მათ საუბარს ყურს არ უგდებ, ირიყები ყველასგან და ყველაფრისგან.მარტოობა – ის, რისიც ყველას გვეშინია. არავის სურს მარტო დარჩენა. მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ გვჭირდება მარტო დავრჩეთ საკუთარ თავთან და ფიქრებთან. ზოგჯერ მარტოობა ჩემი წამალია რამდენჯერ მიოცნებია „ნეტვა ეხლა მარტო ვიყო, არავის ხმა არ მესმოდეს და ვერავის ვხედავდე“. ეს სურვილი მაშინ მიჩნდება, როდესაც გარშემომყოფთ არ ესმით ჩემი.

ხალხი განიცდის მარტოობას მრავალი მიზეზით და ბევრი ცხოვრებისეული მოვლენა უკავშირდება მას, მეგობრული ურთიერთობების ნაკლებობა ბავშვობისა თუ თინეიჯერობის ასაკში, ან მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მის გვერდით არ ყოფნა. ყველა ეს გარემოება ქმნის მარტოობის განცდას. ამავე დროს მარტოობა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი სიმპტომი სხვა სოციალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემის, მაგალითად ქრონიკული დეპრესიის.

კარგი იქნებოდა ერთი ბილეთი მთვარემდე…
ან სულაც, რომ წარმოიდგინო, თითქოს დედამიწა ცოტა ხნით გაჩერდა, დაცარიელდა…. რა კარგია ალბათ მთელ პლანეტაზე მხოლოდ შენ ერთი რომ ხარ მარტო…

ივლიდი უამრავს სანამ არ დაიღლებოდი, ყველა კუნჭულს მოივლიდი, შენი თავის უფროსი შენ იქნებოდი, როცა მოგინდებოდა დაიძინებდი, როცა მოგინდებოდა გაიღვიძებდი, როცა მოგინდებოდა შეჭამდი და რასაც გინდა იმას გააკეთებდი…. და არავინ არაფერზე მიგითითებდა.
მოგინდებოდა იმღერებდი ხმამაღლა და არ შეგრცხვებოდა, რომ არც თუ ისე კარგი ხმა გაქვს;
მოგინდებოდა იცეკვებდი და არ იფიქრებდი რომ ამ მომენტში გვერდიდან ალბათ ტლანქი და მოუქნელი ჩანხარ…
მთელ ღამეს ისეირნებდი და დატკბებოდი სიბნელით და ვარსკვლავებით, რომლებიც მხოლოდ შენთვის გაანათებდნენ…                                                                                                                                                                            იყვირებდი და არ შეგეშინდებოდა რომ ვინმეს გიჟი ეგონები…
მოვისროლიდი უზარმაზარ ტელევიზორს, კომპიუტერს, დივიდის და ათას აუტანელ ნივთს. ერთადერთი დავიტოვებდი mp3 და მხოლოდ მუსიკა იქნებოდა ჩემი თანამგზავრი…
ეჰ… სისულელეა ალბათ. რეალურად ეს ყველაფერი შეუძლებელია და ერთ დღეზე მეტად ვერც კი გაძლებს ვერავინ ასე.

ხანდახან გარს უამრავი ადამიანი გაკრავს, უამრავი ადამიანის დზა კვეთავს შენსას, მაგრამ თავს მაინც მარტოსულად გრძნობ, თითქოს არავის ესმის შენი, არავინაა ვისაც გულისტკივილს გაუზიარებ…

alone-sad-girl-cryბავშვობაში მარტობის ძალიან მეშინოდა, მაგრამ ახლა მარტო მინდა მხოლოდ ყოფნა. მინდა მოვწყდე, მოვშორდე ყველას და ყველაფერს წავიდე იქ სადაც არავინ და არაფერია. დავრჩე საკუთარ თავთან მარტო და გავაცნობიერო ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდება ამ ბოლო დროს. მოსვენება სულ მთლად დავკარგე ადგილს ვეღარსად ვპოულობ თითქოს მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა მომართული.

“არ ვიცი ვინ ვარ და არ ვიცი რა მინდა“ მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, გადასხვაფერდა ყოველივე გაუფერულდა…

როცა მარტო ვარ მე ვფიქრობროცა  ვფიქრობ მახსენდებაროცა მახსენდება  ვგრძნობ ტკივილს.როცა ტკივილს ვგრძნობმე ვტირი და როცა ვტირი …
მარტოობა შეიძლება იყოს ფიზიკური, სულიერი, მორალური, სოციალური და ა.შ.

‎…იყო დუმილი…ჩუმი მოლოდინი…უხმო მონატრება…წყნარი მელოდია…შორიდან დანახული ფერადი მომავალი…უფერული აწმყო… ლამაზი წარსული…და…უშენობა…
…დღე დღეს სცვლიდა,მაგრამ არ იკვეთებოდა ცხოვრების აზრი…უთქმელი მონატრება კი არ იწვევდა,ხმამაღლა არ ეძახდა მას და ისიც არ ჩქარობდა…ალბათ შორიდან მიცქერდა და შესაფერის დროს ელოდა.

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება კრიზისული  მომენტი როცა თავს მარტოსულად გრძნობს, მაგრამ ავდარს დარი ყოველთვის მოსდევს, ამიტომ ცხოვრებაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, პირიქით ისევ და ისევ უნდა ვისწრაფოთ ოცნებების ასრულებისთვის.

.როცა ვინმე ტკივილს გაყენებს…გულს გტკენს და ამას განიცდი, უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე… გაიღიმე… თუნდაც თვალები ტანჯვითა და ცრემლით გქონდეს სავსე და მაშინ მოგეცემა ძალა,შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო…

რა არის თქვენთვის მარტოობა, კომფორტი თუ დისკომფორტი?

ნიღბების საოცარ სამყაროში…

სცენაზე ვდგევარ და ვერ გამიგია რა როლს ვთამაშობ, სახეს ნიღაბი, გულს დარდი და თვალს ცრემლი ამკობს, დაღლილი სული, სიყალბისგან გაქცევას ლამობს, მაგრამ იხსნება ფარდა და მე კვლავ ვთამაშობ, ვთამაშობბედნიერ და სრულყოფილ როლებს…

emotions_by_tamilia-252x300ყველას ჩვენგანს აქვს მორგებული  რაღაც ნიღაბი,ზოგს გულწრფელობის, ზოგსაც სინაზის, ზოგს ფარისევლის, ზოგს მადლიერის, ზოგს ძლიერის,  და ზოგსაც მყინვარის. იშვიათად ვართ მის გარეშე, ზოგს ეს ნიღაბი ახარებს სწორედ,

 

ზოგს კი არ უნდა მისი ტარება, მაგრამ ეშინია და სიყალბეს ვერ სტოვებს.
ნიღაბი ყველას, ქმარს ერთგულების, შვილს კმაყოფილის, ცოლს სიყვარულის,
ცოდვილს სინანულის, ვაჭარს ღიმილის, შემცდარს ტირილის,
მატყუარას სიმართლის, მართალს კმაყოფილების, მეგობარს თანაგრძნობის, ამაყს თავმდაბლობის…
…ყველამ მოირგო ის რაც უნდოდა,როგორც აწყობდა, როგორც მოუნდა, ზოგმა მოიშორა მაგრამ ვერ გაუძლო, ისევ გაიკეთა დროს ფეხი აუწყო. ზოგმა თანაგრძნობის,ზოგმა ავკარგობის, ზოგმა სიმშვიდის, ზოგმა ბედნიერის,ზოგმა უბედურის, ზოგმა ნებიერის, ზოგმა უმადურის… 

მოკლედ ნიღბების სამყაროში ვცხოვრობთ, ყველა ვიღაცის როლს ვასრულებთ, ან ვცდილობთ შევასრულოთ, ზოგს კარგად გამოსდის თამაში ზოგსაც უნებლიედ ნიღაბი შორდება, მერე კი ახლის ძიებას იწყებს და ასე დაუსრულებლად…

ზოგნი „სელებრეითებს“  ბაძავენ და თავის ნამდვილ სახეს კარგავენ… რატომ ? რითი გვჯობიან ისინი ჩვენ ? ალბათ მხოლოდ იმით რომ ისინი მთელი მსოფლიოსთვის ცნობადები გახდნენ…

რთული თემაა ნიღაბი…

ზოგს ერთ ნიღაბს მოხსნი და ისევ ნიღაბი უკეთია,

ზოგს ნიღაბივით სახე აქვს,

ზოგს საერთოდ არ აქვს სახე სულ მთლად ნიღაბია, ზოგმა ვერ იშოვა, ზოგს არ უხდება, ზოგსაც საერთოდ ავიწყდება,  რომ ნიღაბი უკეთია და როლში ისე შედის მერე გამოსვლა ავიწყდება.
ზოგს იმდნი ნიღაბი აქვს თავის ნიღბებში თვითონვე იკარგება.

არის კი რომელიმე ნიღაბი მუდმივი? ადრე თუ გვიან ყველა იმსხვრევა ან უბრალოდ აღარ გვჭირდება და ვიცვლით. დრო გადის, ვიზრდებით, ვიცვლებით, შესაბამისად ძველი ნიღაბიც ფუნქციას კარგავს და საჭიროემისამებრ ახალს ვირგებთ
იქნებ ჯობდეს რომ სიყალბეს გავეცალოთ და სინამდვილეს აღარ დავემალოთ!..

მიდიხარ…?

w34u2მიდიხარ?
– მივდივარ.
– მერე რა მშვიდი ხარ…
– მე უკვე დიდი ვარ და მშვიდად მივდივარ.
– იწვიმებს, შეხედე ჰაერი დამძიმდა.
იტირებ?
– ვიტირებ, თუ ისევ გაწვიმდა.
– დაბნელდა…
– ცას მძიმე ღრუბელი დააწვა
– დავლევ და…
– მიდიხარ?
– მივდივარ, ხომ ხედავ გაწვიმდა

“საგიჟეთი” სახელად სკოლა

იცოდით რომ მასწავლებლობა საშიში პროფესიების რეიტინგის ლიდერია?

ბავშვობაში სკოლა საშინლად მეჯავრებოდა. მეათე კლასში არ ვიცი რა დამემართა სკოლა ისე შემიყვარდა ერთ დრესაც არ ვაცდენდი, მაგრამ ვინმეს, რომ ეთქვა გავა დრო და სკოლაში მასწავლებლად დაბრუნდებიო ვეტყოდი “-შენ სიცხე ხომ არ გაქვს, ქუდი რომ შემიგდონ სკოლაში მასწავლებლად მაინც არ წავალ თქო”

ხოოოოოოდა ბედის ირონიამ ბორბალი სულ სხვანაირად დაატრიალა და დღეს მე ერთ ერთი სკოლის 1-6 კლასელებს ვასწავლი 😉

ბევრი დადებითი და ბევრიც უარყოფითი შეიძლება მოუძებნო ამ პროფესიას, მაგრამ ჩემი ერთწლიანი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ ამაზე სასიამოვნო ცხოვრებაში არაფერი გამომივლია…

97_10494_First_Grade_Students_Hug_Teacher_to_Floor_on_Last_Day_of_30_Year_Career_Flagstaff_Arizona_20090604_DSC0904ალბათ იფიქრებთ ეს ვერააო…

მაგრამ გეტყვით, რომ სკოლაში რომ შევდივარ თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობ…

სკოლაში, რომ შევდივარ და ვხედავ, როგორ უხარიათ ბავშვებს ჩემი მისვლა, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ვინ პირველი ჩამეხუტება (ხანდახნ ისე მაგრად მეხუტებიან მეშინია არ წავიქცე 😉 ), ვინ პირველი მეტყვის და მიიღებს ჩემგან კონპლიმენტს,  როცა ხვედავ მათი სიცოცხლით სავსე აციმციმებულ თვალებს ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე…

ნიშების წერა ყველაზე დიდი თავსატეხი, არ გინდა ვინმეს აწყენინო, მაგრამ არ გამოდის სამართლიანობაც ხომ გასათვალისწინებელია.

გამოცდა და ტესტირება ყველაზე სასიამოვნო პროცესი, ამ დროს კლასში ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის 🙂 მანამდე პატარა ვამპირუკები, ანგელოზები ხდებიან.

შესვენება მგონი მოსწავლეებზე მეტად მასწავლებლებს გვახრებს ხოლო ზარი რომელიც მე-7 გაკვეთილის შემდეგ გაისმის…

სკოლა….სკოლა…სკოლა…

ვიცოდი, რომ მომენატრებოდა,მაგრამ არ მეგონა თუ ასე მალე და ასე ძლიერ 🙂

სათქმელად ადვილია…

6432f58962d5გიყვარს?

-არვიცი.

-იცი.

-არა მართლა არ ვიცი.

-იცი უბრალოდ არ გინდა აღიარო.

-რა სისულელეა.

-შენ თითონაც იცი, რომ არ არის სისულელე.

უბრალოდ არ გინდა შენ თავს გამოუტყდე ამაში. ყოველ შემთხვევაში დღისით.

-ღამე რა იცვლება?

-ის, რომ რჩები სრულიად მარტო და აცნობიერებ, რომ “მის” გარეშე არაფერი ხარ, რომ მის გარეშე წამითაც ვერ ძლებ. გინდა, რომ დაურეკო, ერთხელ კიდევ გაიგო მისი ხმა… კრეფ მის ნომერს და უცებ.. თავმოყვარეობა იღვიძებს შენში და შლი ისევ. ბოლოს თავმოყვარეობას ივიწყებ მაგრამ ბოლომდე არა. სხვა ნომრიდან ურეკავ, რომ მშვიდად დაიძინო, მაგრამ არა, მისი ხმა არ გამშვიდებს, პირიქით გაფორიაქებს და მთელი ღამის განმავლობაში დაძინების საშუალებას არ გაძლევს.

-დავუშვათ მართალი ხარ.. მაშინ რატომ არ ვნახულობ?

-გეშინია.

-კი მაგრამ რისი?

-იმის, რომ სხვანაირი, შეცვლილი იქნება. იმის, რომ არა თბილად, არამდენ აგდებულად დაგელაპარაკება. იმას ვერ გაიგებ რის გაგონებაზეც დიდი ხანია ოცნებობ. ვერ დაინახავ იმას, ვინც შეგიყვარდა, ვის გამოც ღამეებს ათევდი, ვის გამოც დღემდე ყოველ ღამე ტირი. ვინც ამდენი ტკივილი მოგაყენა, ყველაფრის მიუხედავად კი მაინც გიყვარს. -….

– ძნელია არა იმის გააზრება რომ არ უყვარხარ და არ ჭირდები?

-კი..

-აი ხომ ხედავ, ისევ ღამეა და ისევ ტირი.

რატომ?

-იმიტომ რომ მენატრება.

-არა მაგიტო არა..

-აბა?

-უბრალოდ იცი, რომ მას არ ენატრები.

-ხო..

-მობილურს ხელს რატომ არ უშვებ?

-იმიტომ, რომ..

-იმიტომ, რომ იმედი გაქვს რომ გაახსენდები და მოგწერს.

ხო მართალი ვარ?

-კიი..

-შეეგუე, რომ ის ვერასდროს ვერ იქნება შენი.

-ვერა..

არ შემიძლია.

-თავს იტანჯავ.

-ვიცი….

და აი ესე ყოველ ღამით ტვინი ყველაფერს ახსენებს, გული კი..

მას უბრალოდ უყვარს..

მონატრება ტირილამდე გაგიგია?!

 მიყვარს ქუჩაში სეირნობა. ქუჩაში სადაც დღისით ხალხი ირევა, ფუსფუსი და მოუსვენრობაა, იქ სადაც სიცოცხლე და ხალისია, მზე გათბობს და გეკეკლუცება,ნაზად გეალერსება და სულსაც გითბობს, მაგრამ ღამით,ღამით ყველაფერი იცვლება, მეძალებიან და ერთმანეთში ირევიან სევდიანი ფიქრები, მონატრება ძალებს იკრეფს და ჩემი გულის ძგერაც კი მესმის.

აღარ ჩანს ცაზე ის ვარსკვლავები, რომლებიც ასე ძალიან მენატრება.  მაგონდება ის დრო, როცა ფანჯარაზე დასკუპებული გავცქეროდი ცას, ვუყურებდი სავსე მთვარეს, ვუსმენდი წვიმას და ვოცნებობდი.
ზამთრის სუსხმა სულ ყველაფერს დაუკარგა ეშხი, მაგრამ დადგა ფერადი გაზაფხული და სულშიც ისევ სხვა სიმღერა დაიბადა ამ ბოლო დროს რატომღაც მეტს ვითხოვ ცხოვრებისგანაც და საკუთარი თავისგანაც. მგონია რომ გავიზარდე და უკვე დიდი  ვარ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი რომ ვცდები. ჯერ ისევ პატარა ვარ. ჯერ ისევ ბავშვი.

…ჰკივის ჩემში ისევ შენი მონატრება. ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია…  არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა…არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი, ჩაგეხუტებოდი ისე, რომ გეგრძნო თუ როგორ ცემს  ჩემი პატარა გული, რომ იცოდე როგორ მენატრები,  შენ, შენი ხმა, ხმა რომელიც მიყვარს, მიყვარს მთელი გულით, და რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, მენატრება შენი ღიმილიანი სახე, რომელიც ყველას უღიმოდა ,არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა, მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო. აი ზუსტად ეხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება, რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემს სხეულში, იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება…მენატრები ისე როგორც არასდროს… უზომოდ მენატრები…მენატრება ერთად გატარებული ყოველი წამი, წუთი, საათი, ყველაფერი რასაც ერთად ვაკეთებდით…

მონატრება ტკივილამდე გაგიგია?! ხოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები..                                                                                                                            შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?!… ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები…                                                                                                     არა უკვე მეტი აღარ შემიძლია… უნდა გითხრა… მე უბრალოდ მენატრები…

ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს,

რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და თავის კვალს ტოვებს შენს ნაზ სახეზე, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია…მენატრები, როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ, სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის.

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი . . .

post-20-1306248829

ისევ ბოლო ზარი…?

Last Day of School Busცოტა ხნის წინ დავწერე პოსტი სახელით „დღე რომელსაც 12 წელი ველოდი“ეს დღე ჩემთვის ნამდვილად უბედნიერესი იყო, მაგრამ ამავე დროს სევდა ნარევი. დავშორდი ბავშვობის მეგობრებს, მასწავლებლებს , ძვირფას ადამიანებს, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი მქონდა და ახალი სრულიად განსხვავებული ცხოვრება დავიწყე, აი უკვე სტუდენტი ვარ და მელე უნივერსიტეტსაც ვამთავრებ, სულ ცოტა დამრჩა რამოდენიმე თვე და მშვიდობით სტუდენტობავ… იგივე გრძნობა მაქვს რაც სკოლის დამთავრების წინ, ისევ სიახლეებს ველი, ისევ ახალი ცხოვრება, ახალი ადამიანები. სამსახურიც დავიწყე და ალბათ მალე ოჯახის შექმნაზეც დავფიქრდები…  😉

წელს რომ ვუყურებ მე 12 კლასელებს ის ენთუზიაზმი რაც ჩემს დროს იყო თითქოს არ იგრძნობა, ალბათ იმიტომ , რომ ყველა ამ საატესტატო გამოცდებზეა გადართული, ჩვენ თუ სკოლის დამთავრება და ახალი „უფრო საინტერესო“ ცხოვრების დაწყება გვიხაროდა, მათ გამოცდები  აწევთ გულზე და მგონი სულაც არ უხარიათ სკოლის დამთავრება. ბავშვები სერიოზულ სტრესს განიცდიან და ბოლო ზარის სამზადისიც ბოლოსთვის მოიტოვეს და ამისთვის მინიმალურ დროს ხარჯავენ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და მიიღონ საოცნებო ატესტატები. ჩვენ კი ბოლო თვის მანძილზე აქტიურად ვიყავით „ბოლო ზარის“ სამზადისში ჩართლი და სულაც არ გვაღელვებდა წიგნები ;) ალბათ იმიტომ, რომ ატესტატი ყველას განაღდებული ქონდა…

ესაა ცხოვრება…

ალბათ არიან გამონაკლისებიც…

ბავშვობა ყველაზე ტკბილია

სკოლა ამბობენ მწარეაო (მე ასე არ მგონია)

უნივერსიტეტი – ახალგაზრდობა და ბრძოლა დასახული მიზნის მისაღწევად

სამსახური- გამარჯვება

და ამ დროს ყველაზე მთავარი ხელიდან გვისხლტება…
968918_648471438512388_1791930294_n