წარმატებისკენ მიმავალ გზაზე…

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიამ  სერიოზულად გამიტაცა, თუმცა პაპარაცული ფოტოების გადაღება ყოველთვის მიყვარდა და მგონი კარგადაც გამომდიოდა.

images (7). Continue reading

ყველაფერი ხდება…

images (13)ურთიერთობები ხან ირევა, ხან ლაგდება, ხან ვჩხუბობთ, მერე სევ ვრიგდებით, მაგრამ ნამდვლი მეგობრები ყოველთვის ბრუნდებიან…

Continue reading

”უკანასკნელი” წერილი ..

images (11)ბოლო თვეები სევდიანი მუსიკის ფონზე მიზოზინებს. შენმა უეცარმა გაქრობამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ძილის წინ , ტრადიციისამებრ შენზე მეფიქრება.

აწმყოში, გადმოტანილი შენთან გატარებული წარსულით ვცოცხლობ. ისევ უიმედოდ ვითვლი დღეებს, მერე რა, რომ აწი აღარასდროს დაბრუნდები. უკვე იმაზე მეტი დღე გავიდა უშენოდ, ვიდრე…

მიმძიმს შენი დაკარგვა, მაგრამ უფრო მეტად ის მამძიმებს, რომ შენ, როგორც ადამიანი დაგკარგე. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი: მამა, მეგობარი, სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული,ზურგი, თავშესაფარი.

ყველაფერზე რაც გარშემოა, შენ მახსენდები. ეს სახლიც, ჩემს გარშემო მყოფი ადმიანები , ქუჩები, ნივთები შენს თავს მახსენებს. შენ მახსენდები მაშინაც, პარასკევი საღამო რომ დგება, რადგან შაბათ კვირას მთელი ოჯახი ერთად ვატარებდით

23 თვეა ჩემი ტვინის უჯრედებს არცერთი დღე გაუტარებიათ შენზე ფიქრის გარეშე. კითხვისას, თარგმნისას, ავტობუსში თუ ჩვენს უნივერსიტეტში, სამსახურში თუ მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ფონად შენგან დატოვებული მოგონებები გამდევს.

არასდროს დავიღლები შენზე წერით და ლაპარაკით. შენ ჩემი ყოველწუთიერი მუზა ხარ. მუზა, რომელმაც სამი 23 თვეა ჩვეულ ცხოვრებას გამომთიშა.

მენატრები…

ტკივილამდე მენატრები…images (6)

გჯეროდეს…

believeხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, ერთი წარუმატებლობა საკმარისია და მეორედ ბედს აღარ ვცდით ხოლმე…

არადა რა სისულელეა:

აიცრუო გული ყველა მეგობარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ერთგული არ აღმოჩნდა…

შეწყვიტო ოცნება, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა…

აღარ ილოცო, იმიტომ, რომ გგონია, რომ ღმ-თმა შენი ლოცვა არ შეისმინა…

შეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა

და დაკარგო სიყვარულის რწმენა, რადგან ერთმა იდიოტმა გული გატკინა…

გახსოვდეს, გახსოვდეს და გჯეროდეს…

რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული

გაუღებ თუ არა ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, შესაძლებლობებს, მეგობრებსა და სიყვარულს კარს…

One Day…

რამოდენიმე თვის წინ დავგეგმე ფოტოსესია სახელით „დედა შვილი“  შევუთანხმდი მათ ვისი გადაღებაც მსურდა, დავთქვით დღე და ადგილილი, დროზეც შევთანხმდით, მაგრამ რად გინდა ფოტოსესია ჩუტყვავილამ ჩაგვიშალა და ასე რამოდენიმეჯერ ხან რა ხდებოდა მიზეზი და ხან რა, ბოლოს საერთოდ ჩავიქნიე ხელი და აღარ მეგონა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდან, მაგრამ იმედი სასიკეთოდ გამიცრუვდა.249137_577850525580057_2075910404_n

Continue reading