Dress Code

„ტანისამოსი ქმნის ადამიანს“  რთულია არ დაეთანხმო თანამედროვე გერმანელი მწერლის – ერნესტ ჰაინეს ამ მტკიცებას.\ მართლაც, ტანსაცმელს შეუძლია მოგვცეს სრული ინფორმაცია მის მფლობელზე, დაწვრილებით გვიამბოს როგორც მისი სოციალური სტატუსის, ასევე მისი დამალული და ფარული შინაგანი სამყაროს შესახებ.

ფსიქოლოგებმა დიდი ხნის წინ დაასკვნეს, რომ  ადამიანები ურთიერთობის დროს  60-80% ინფორმაციას გადასცემენ არავერბალური გზით და მხოლოდ 20-40% ვერბალურით. პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად გვჭირდება დაახლოებით 30 წამი და ამაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ არის ადამიანი ჩაცმული.

საქმიანი კოსტუმი

19-1

Continue reading

წერილი ფსიქოლოგს

ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს, უკეთ დაინახოს საკუთარი სიტუაცია, სიტოაცია სადაც  პრობლემა შეექმნა, გადალახოს იგი და ცხოვრება განაგრძოს უფრო კომფორტულად, გახდეს კმაყოფილი საკუთარი თავით და მის ირგვლივ არსებული გარემოთი.

ბევრ ადამიანს „ფსიქოლოგი“ და „ფსიქიატრი“ ერთმანეთში ერევათ.

ფსიქოლოგი- გიჟების ექიმი არაა!

ის აფსოლიტურად ნორმალურ ადამიანებთან მუშაობს და ცდილობს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს, მაშინ როდესაც დამოუკიდებლად ამას ვეღარ ახერხებენ. ჩვენთან დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ბევრი ადამიანი კატეგორიულ უარს ამბობს ფსიქოლოგთან ვიზიტზე “რა სისულელეა გიჟი ხომ არ ვარ, ჩემს პრობლემებს მე თვითონ მოვაგვარებ, ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ !“ და სხვა ასეთ გამონათქვამები…

გადავწყვიტე ერთი ჩემი მეგობრის ემოციები რომელიც ეფექტურმა ფსიქოთერაპიამ გამოიწვია ჩანახატად მექცია და თქვენთვის მომეყოლა.

my_dogs_visit_with_the_embattled_harvard_psychologist
Continue reading