გამოცდა… გამოცდაააააააა?

გათენებული ღამე,

მაღვიძარას აუტანელი ზარი დილით, ძილ ბურანიდან გამოსვლა და სამსახურში წასასვლელედ მზადება.

ყველაზე აუტანელი პროცედურა (რა ჩავიცვა?)

საუზმე და სამარშუტო ტაქსის ლოდინი

გატენილი “მარშუტკა” , ცალი ფეხით ჩამოკიდებული დგომა, გაუთავებელი გზა და აი როგორც იქნა გამოჩნდა უნივერსიტეტი, ის დროა შევაჩერებინო და გზა ფეხით განვაგრძო…

გრძელი დერეფანი, მოსწავლეების ყიჟინა (რა ქნან გაკვეთილის დამთავრება უხარიათ), კოლეგების ჯარი და ზარი.

გაკვეთლი იწყება, ის დროა ღრმად ჩავისუნთქო ძალები მოვიკრიბო და საგიჟეთში შევიდე…

ff58b7e1375aa5c0dbd008abc915dcf1საეჭვო სიჩუმე, მოლოდინი ცარიელი კლასისა და უზარმაზარი გაოცება…

კლასი სავსეა, ყველა ბუნტისთავი ადგილზეა დამფრთხალი და შეშინებული თვალებით შემომცქერიან, ვერ გამეგო რა ხდება, წამით ეჭვმა გამირბინა რამეს ხომ არ მიჩალიჩებენ თქო და ცოტახანში ძაღლის თავიც თავისით გამოჩნდა 😉

გრძელი წელი, გაცდენილი გაკვეთილები, ზღვა მასალა და უცოდინრობა.

თურმე რაარის, გამოცდა დაუნიშნეს ჩემს საგანში

მელოდებოდნენ შვლის ნურის თვალებით -“იქნებ მასალა გაგვამეორებინოთო მააააას გთხოოოოოოვთ რააააააააა”

ბევრი არც მიფიქრია, მკაცრი მასწავლებლის სახე მივიღე და საგამოცდო საკითხეი სამჯერ იმაზე მეტი ჩავაწერინე ვიდრე ვიდრე რეალურად ვაპირებ მიტანას. (წლის ბოლოს მაინც წაიმეცადინონ ცოტა)

პროტესტი, უკმაყოფილო სახეები და ჩაჭრის შიში…