”უკანასკნელი” წერილი ..

images (11)ბოლო თვეები სევდიანი მუსიკის ფონზე მიზოზინებს. შენმა უეცარმა გაქრობამ ამოუვსები სიცარიელე დამიტოვა და ძილის წინ , ტრადიციისამებრ შენზე მეფიქრება.

აწმყოში, გადმოტანილი შენთან გატარებული წარსულით ვცოცხლობ. ისევ უიმედოდ ვითვლი დღეებს, მერე რა, რომ აწი აღარასდროს დაბრუნდები. უკვე იმაზე მეტი დღე გავიდა უშენოდ, ვიდრე…

მიმძიმს შენი დაკარგვა, მაგრამ უფრო მეტად ის მამძიმებს, რომ შენ, როგორც ადამიანი დაგკარგე. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი: მამა, მეგობარი, სიმშვიდე, ბედნიერება, სიხარული,ზურგი, თავშესაფარი.

ყველაფერზე რაც გარშემოა, შენ მახსენდები. ეს სახლიც, ჩემს გარშემო მყოფი ადმიანები , ქუჩები, ნივთები შენს თავს მახსენებს. შენ მახსენდები მაშინაც, პარასკევი საღამო რომ დგება, რადგან შაბათ კვირას მთელი ოჯახი ერთად ვატარებდით

23 თვეა ჩემი ტვინის უჯრედებს არცერთი დღე გაუტარებიათ შენზე ფიქრის გარეშე. კითხვისას, თარგმნისას, ავტობუსში თუ ჩვენს უნივერსიტეტში, სამსახურში თუ მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ფონად შენგან დატოვებული მოგონებები გამდევს.

არასდროს დავიღლები შენზე წერით და ლაპარაკით. შენ ჩემი ყოველწუთიერი მუზა ხარ. მუზა, რომელმაც სამი 23 თვეა ჩვეულ ცხოვრებას გამომთიშა.

მენატრები…

ტკივილამდე მენატრები…images (6)

გჯეროდეს…

believeხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, ერთი წარუმატებლობა საკმარისია და მეორედ ბედს აღარ ვცდით ხოლმე…

არადა რა სისულელეა:

აიცრუო გული ყველა მეგობარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ერთგული არ აღმოჩნდა…

შეწყვიტო ოცნება, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა…

აღარ ილოცო, იმიტომ, რომ გგონია, რომ ღმ-თმა შენი ლოცვა არ შეისმინა…

შეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა

და დაკარგო სიყვარულის რწმენა, რადგან ერთმა იდიოტმა გული გატკინა…

გახსოვდეს, გახსოვდეს და გჯეროდეს…

რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული

გაუღებ თუ არა ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, შესაძლებლობებს, მეგობრებსა და სიყვარულს კარს…

დედა

 დედაა სიცოცხლის საწყისი…

new-mom-mothers-day

დიდია სამყარო, დიდი და ამოუცნობი, ახელ თვალებს და ნელ-ნელა ბინდი იწმინდება, ნელ-ნელა ყველაფერი, ყველა საგანი თავის სახეს იღებს, ამოუცნობი ფერი ნათდება და იკვეთება, სახე მომღიმარი, ალერსიანი, მშვენიერი, დედის სახე…

პირველი სიტყვა, რომელიც ჩვენი ბაგეებიდან ისმის, ეს არის დედა. დედაა ჩვენი სიცოცხლის წყარო, რომლის თვალებშიც ყოველთვის იკითხება ჩვენდამი დიდი სიყვარული. სიტყვა დედა ისეთი წმინდა და სათუთია, ჩვენში მუდამ ნაზ გრძნობებს აღძრავს, ოდითგანვე საქართველოში ქალის განსაკუთრებით კი დედის კულტი იყო, სოლოლაკის მთაზე მდგარი ქართლის დედაც ამას მოწმობს. ქართულ ენაში ყველა მთავარი სიტყვის ფუძე დედაა: დედა- მიწა, დედა-ბუნება, დედა-სამშობლო,დედა-ბურჯი,დედა-კაცი,დედა-ბოძი, დედა-ქალაქი, დედა-აზრი, დედა-ენა, დედა-ისტორია…

მოკლედ დედა რომ არა არ ვიქნებოდით არც ჩვენ, განა კი არსებობს რამე უფრო წმინდა და სათუთი? მას ხომ ისეთები ვყვარვართ როგორებიც ვართ, გვპატიობს შეცდომებს, გვაძლევს რჩევა დარიგებებს, გვასწავლის სწორად, როგორ ვიცხოვროთ…

დედა რომ არა არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მის გარეშე ერთი წუთითაც ვერ წარმომიდგენია ჩემი ამქვ

ეყნიური ყოფა, უსაზღვროდ მიყვარს და ვაფასებ, ვცდილობ ყოველთვის გავითვალისწინო მისი რჩევა, რადგან ვიცი, რომ მას ჩემთვის საუკეთესო სურს.

ბავშვობაში, როცა მას შვეცქეროდი ვნატრობდი: „ნეტავ მეც ასეთი დედა ვიყო  ჩემი შვილებისთვის „თქო,გავიზადე უკვე ოცის ვარ, მაგრამ ჩემი ნატვრა არ შეცვლილა, ყოველ დღე უფრო და უფრო მაკვირვებს. ყოველთვის მაოცებდნენ ჩემი თანატოლები რომელთაგანაც მესმოდა სიტყვები „ნეტავ თავს როდის დამანებებს, ჩემი არ ესმს, ვერ ვიტან…“  მე და დედას… უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, არ არსებობს თემა, რომეზეც დედასთან გახსნილად ვერ ვისაუბრებ…

დედა…

ყველა კარგი მოგონეა მასთანა დაკავშირეული, ყოველთვის ჩემს გვერდითაა, როცა რამე მიხარია, მწყინს ან მტკივა.

დედის ფასი ამქვეყნად არაფერია…

რამდენი ღამე გამილევია ამაზე ფიქრში                                                                                                                                                                                        მითქვამს პირდაპირ სათქმელი ჩემი, რაც მომდგომია ,
დამიწერია დიდ სიყვარულზე, და უძვირფასეს  მონატრებაზე
დამიწერია მე ჩემს ტკივილზე, დამიწერია ჩემს სინანულზე,
დამიწერია ლექსი წვიმაზე, საქართველოზეც დამიწერია,
დავმჯდარვარ ჩუმად ჩემთვის ოთახში, ჩემი გრძნობებიც ამიღწერია,
დამიწერია ბევრ სიწმინდეზე, ამაზე კარგი რა არი ნეტა?!
მაგრამ მთავარზე მშობელი დედაზე, სიტყვაც არ მითქვამს ამ ხნის მანძლზე
რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რომლისთვისაც ვარ მუდამ პატარა,
დედა, რომელმაც შვილის აკვანთან  ღამე მრავალჯერ თეთრად ათენა
დედა, რომელიც თავად იკლებდა და ამ მოკლებულს ის მე მაწვდიდა,
დედაა ტკბილი, მზრუნველი, თბილი, ვით საყვარელი დედა ქართლისა                                                                                                                  რამდენი რამე დედით იწყება, ის ჩემთვის არის გზა სიმართლისა,                                                                                                                                        სადაც არ ვიყო, ლხინში თუ ჭირში, სიბრძნე მე კიდევ მომემატება,
მაგრამ რა ბრძენიც არ უნდა გავხდე, დედა ყოველთვის მომენატრება,
მე სიყვარული დედამ მასწავლა, ის არის ჩემი მფარველი მუდამ
ლექსის წერისას რაღაც საოცრად, გულს ეუფლება კვლავ სიხარული,
მაშ დაილოცოს მშობელი დედა , დედის ამაგი და სათნოება,
დამსახურება არის დედისა, ყველგან, რომ ვდგავარ წელგამართული.

დედა…

დაუსრულებლდ შემიძლია მასზე საუბარი, უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა და მომიწევს ლექსიკონს მივმართო ;)

სათქმელად ადვილია…

6432f58962d5გიყვარს?

-არვიცი.

-იცი.

-არა მართლა არ ვიცი.

-იცი უბრალოდ არ გინდა აღიარო.

-რა სისულელეა.

-შენ თითონაც იცი, რომ არ არის სისულელე.

უბრალოდ არ გინდა შენ თავს გამოუტყდე ამაში. ყოველ შემთხვევაში დღისით.

-ღამე რა იცვლება?

-ის, რომ რჩები სრულიად მარტო და აცნობიერებ, რომ “მის” გარეშე არაფერი ხარ, რომ მის გარეშე წამითაც ვერ ძლებ. გინდა, რომ დაურეკო, ერთხელ კიდევ გაიგო მისი ხმა… კრეფ მის ნომერს და უცებ.. თავმოყვარეობა იღვიძებს შენში და შლი ისევ. ბოლოს თავმოყვარეობას ივიწყებ მაგრამ ბოლომდე არა. სხვა ნომრიდან ურეკავ, რომ მშვიდად დაიძინო, მაგრამ არა, მისი ხმა არ გამშვიდებს, პირიქით გაფორიაქებს და მთელი ღამის განმავლობაში დაძინების საშუალებას არ გაძლევს.

-დავუშვათ მართალი ხარ.. მაშინ რატომ არ ვნახულობ?

-გეშინია.

-კი მაგრამ რისი?

-იმის, რომ სხვანაირი, შეცვლილი იქნება. იმის, რომ არა თბილად, არამდენ აგდებულად დაგელაპარაკება. იმას ვერ გაიგებ რის გაგონებაზეც დიდი ხანია ოცნებობ. ვერ დაინახავ იმას, ვინც შეგიყვარდა, ვის გამოც ღამეებს ათევდი, ვის გამოც დღემდე ყოველ ღამე ტირი. ვინც ამდენი ტკივილი მოგაყენა, ყველაფრის მიუხედავად კი მაინც გიყვარს. -….

– ძნელია არა იმის გააზრება რომ არ უყვარხარ და არ ჭირდები?

-კი..

-აი ხომ ხედავ, ისევ ღამეა და ისევ ტირი.

რატომ?

-იმიტომ რომ მენატრება.

-არა მაგიტო არა..

-აბა?

-უბრალოდ იცი, რომ მას არ ენატრები.

-ხო..

-მობილურს ხელს რატომ არ უშვებ?

-იმიტომ, რომ..

-იმიტომ, რომ იმედი გაქვს რომ გაახსენდები და მოგწერს.

ხო მართალი ვარ?

-კიი..

-შეეგუე, რომ ის ვერასდროს ვერ იქნება შენი.

-ვერა..

არ შემიძლია.

-თავს იტანჯავ.

-ვიცი….

და აი ესე ყოველ ღამით ტვინი ყველაფერს ახსენებს, გული კი..

მას უბრალოდ უყვარს..

ჩემი დაწუნებული ბიჭები…

 

მას შემდეგ რაც 18 წლის გავხდი ყველა აქტიურად ჩაერთო ჩემი გათხოვების საკითხში. ხან ვის მთავაზობენ და ხან ვის… ხანდახან თავი უკვე 30-ს გადაცილებული მგონია… Continue reading

ჩემი დაწუნებული გოგონები…

დიდი ხანია საცოლეს ვეძებ დავიღალე ეულად სიარულით, მაგრამ საჩემო გოგოს ვერსად მივაგენი, ვის არ ვთხოვე ჩარეულიყო და ჩემთვის სასიამოვნო გოგონა გაეცნო მაგრამ ამაოდ. ასე გადიოდა წლები, ახალგაზრდობა გართობაში გავლიე დღეს კი 33 წლის ვარ და გოგოებს ჩემი ასაკი აფრთხობს….crazy-girl Continue reading

შემიყვარდა

ეს ჩემი სიყვარულის ისტორიაა, რომელმაც დღემდე კვალი დამიტოვა….

Whitney-the-bodyguard-29434098-1000-750

სამოგზაუროდ წავედი, დაუვიწყარი ათი დღე უნდა გამეტარებინა, მაგრამ მესამე დღეს მომწყინდა და აი უცებ თვალი მოვკარი ჩვენს დაცვას, რომელიც ჯგუფის ბოლოს ქვაზე იყო ჩამომჯდარი ძველი ქალაქის ნანგრევებზე, უცნაურია ამდენი დღეა ჩვენთანაა მაგრამ არცერთხელ შემინიშნავს, რატომღაც სურვილი გამიჩნდა მასთან მისვლის კეპის მოხდისა და გაქცევის.

ვიფიქრე, ამით ცოტას გავხალისდები. ხოდა ასეც მოვიქეცი, ვერ გამომედევნებოდა , როდან ჯგუფზე წინ წასვლის უფლება არ ქონდა. ცოტა არ იყოს შემრცხვა ჩემი საქციელის, მაგრამ ჩემი სიყვარულის ისტორიაც ხომ სწორედ აქედან დაიწყო, მეორე დღიდან „უხაჟორი“ გამიჩნდა. მე უკარებას როლი მოვირგე და ახლოს არ ვიკარებდი, მაგრამ გვერდიდან არ მშორდებოდა და ყველა გზით ცდილობდა ჩემს მოხიბვლას, ხოდა ბოლოს მეც გული გამითბა და…

შემიყვარდა, მთელი გულით შემიყვარდა, თვალს ეფარებოდა და ცუდად ვხდებოდი სულ მის სიახლოვეს მინდოდა ყოფნა, საღამოობით ერთად ვსეირნობდით და სხვადასხვა საინტერესო თუ უინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. ასე გაგრძელდა მანამ სანამ აღმოვაჩენდი, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები გვქონდა 16 წლიანმა სხვაობამ დიდი როლი ითამაშა და ერთმანეთს დავშორდით…

საბედისწერო გასეირნება

აგერ უკვე თითქმის მიიწურა ზაფხულის ბედნიერი დღეები, საცაა დავბრუნდები თბილისში და დავუბრუნდები ჩემი ცხოვრების ჩვეულ რითმს.
მზე ჩადის, შეხედე რა ლამაზიააა…3097466-a-couple-walking-together-on-the-beach-at-sunsetქვიშაზე ჩვენი, ხო ჩვენი, ჩემი და შენი ნაკვალევი რჩება, რომელსაც დროდადრო ზღვის დაუნდობელი ტალღები შლიან, მაგრამ ჩვენ მაინც მივაბიჯებთ, მივდივართ წინ და გაუთავებლად ვსაუბრობთ, დროც სასიამოვნოდ გადის, ნაპირზე ჩამოვსხედით და ზღვის სიმღერას ვუსმენდით და აი ამ დროს შენი ხელის სითბოც ვიგრძენი მოულოდნელად, უკარებას ნიღაბი მოვიხსენი, რადგან ეს თბილი შეხება ძალიან მსიამოვნებდა, ასე გადიოდა წუთები, იქცეოდა საათებად და დგებოდა განშორების წამები, განშორებისა, რომელიც არც შენ გინდოდა და არც მე, წუთები, რომლებიც ასე ძნელი ადასატანი იყო და ვშორდებოდით იმედით, რომ კვლავ გათენდებოდა ახალი დღე და ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს, ისევ შევიგრძნობდი შენი ხელის სითბოს და გავიგებდი შენს სუნთქვას, ვიგრძნობდი შენს აჩქარებულ გულისცემას და დავინახავდი შენს თვალიბს, რომლებიც ჩემს დანახვაზე გიბრწყინდებოდა, მე შენი, შენ კი ჩემი ხმა გენატრებოდა ამიტომ ჩვენი ტელეფონებიც არ იწყენდნენ. Continue reading