ბავშვური სიხარული

პიკნიკისთვის ვემზადებით…

46b5d2f98d2fსაყიდლების სია დაწერილია, დრო შეთანხმებული, ტრანსპორტი დაქირავებული, ისღა დაგვრჩა ადგილი ვიპოვოთ , სადმე სუფთა ჰაერზე, თან სილამაზე და სიმშვიდეც რომ იყოს პლიუს ამას გასართობი ადგილიც საკმარისად უნდა იყოს. დილიდან დავირაზმეთ ადგილის საძებნელად და აქედან იწყება ყველაზე სახალისოც 🙂

შევიკრიბეთ დათქმულ ადგილას, ბენზინი ჩავასხით და სრული სვლით წინ…

მანქანა რაღაც საოცარ ხმებს გამოსცემს…

აშკარად უხარია…

პირველად ლესელიძის ქუჩის დასაწყისში ჩაგვიქრა მანქანა, გრძლი საცობი და სასიამოვნო სიტყვების კორიანტელი … როგორც იქნა ამუშავდა ძრავა და გზა გავნაგრძეთ. კიდევ ერთხელ გაგვიჩერდა მანქანა, მერე ისევ, აუუუუფ კიდევ და კიდევ… ასე საპიკნიკო ადგილის ძიებაში ხუთჯერ გაგვიჩერდა მანქანა აქედან ორჯერ სასწაულად გამოვძვერით.

3 საათიანი ძიების შემდეგ როგორც იქნა რაღაცას მივაგენით და იმედის ნაპერწკალი ჩაისახა. მე და ლიკა მანქანიდან გადავედით მიდამოს დასათვალიერებლად და მოვიხიბლეთ იმ ადგილის სილამაზით. სიხარულისგან პატარა ბავშვებივით დავრბოდით და გვიხაროდა, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა როგოც ჩავიფიქრეთ.  სიჩუმეს მხოლოდ ჩანჩქერის ხმა არღვევდა. ულამაზესი იყო ყველაფერი…

მოკლედ ყველაფერი უკვე მზადაა და მოუთმენლად ველი კვირის დადგომას 🙂