დროის უკან დაბრუნება, რომ შეგვეძლოს…

თითქოს ყველაფერი კარგად გაწერილი სცენარით ვითარდება, თითქოს ყველაფერი დაბადებიდანვე შუბლზე გვაწერია და მივყვებით იმ გზას, რომელიც ბედისწერამ გაგვიმზადა… მაგრამ არა ყველაფერი ხომ ჩვენს ქცევებზეა დამოკიდებული… ჩვენს მომავალს ჩვენ თავად ვირჩევთ და ვქმნით…

ერთი ჩვეულებრივი სხვებისგან არაფრით გამორჩეული გოგო ვიყავი, სამსახური სწავლა მეგობრები ისეევ სამსახური … მოკლედ ერთფეროვანი ცხოვრება მქონდადა სიმართლე, რომ ვთქვა აც არაფრის შეცვლას ვგეგმავდი, დიახ კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით და ვფიქრობდი, რომ  უკვე შემდგარი ადამიაი ვიყავი და ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი მჭირებოდა, ერთმა საბედისწერო ზარმა კი ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. გამოვემშვიდოე სამსახურს, მივატოვე ბევრი საყვარელი საქმე, დავკარგე საყვარელი ადამიანები, მაგრამ ეს ალბათ გარდაუვალიც იყო.

ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა დროის უკან დაბრუნება, რომ შეგვეძლოს მეთქი და ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდივარ, – ისევ იგივე შეცდომებს დავუშვებდი! რადგან ალბათ ეს გზა უნდა გამევლო ბევრი რამ მესწავლა და გამოვრწთობილიყავი.

ისე, დროის დაბრუნება მაინც , რომ შემეძლოს მხოლოდ ორ მომენტს გადავახვევდი პირველ შემთხვევაში დავბრუნდებოდი ადამიატან, რომელიც ამ სამყაროზე აღარ დააბიჯებს და ვეტყოდი, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს. მეორე შემთხვევაში კი არც ვიცი მიკნა თუ არა ამ დროის დამრუნება რადგან ვიცი ყველაფრის მიუხედავად ვერაფერს შევცვლიდი.

საბოლოოდ კი ერთი დანამდვილებით ვიცი წინ უნდა ვიაროთ, რადგან წარსულის შეცვლა შეუძლებელია, მომავალი კი ჩვენს ხელშია.

შემოანათა…

ბოლოს მართლაც, რომ საუკუნის წინ შემოვედი ჩემს ბლოგზე, მაგრამ ნამდვილად მქონდა საპატიო მიზეზი. მთელი ამ დროის მანძილზე იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ საიდან დავიწყო მოყოლა და სად დავამთავრო თავადაც არ ვიცი.

შემოანათა… დიახ, დიახ, მზემ ჩემს სარკმელშიც შემოანათა და ჩემი ცხოვრებაც სულ სხვა მხარეს დატრიალდა, გამოჩნდა ადამიანი რომელმაც ყველაფერი დავდაყირა დააყენა, თავბრუ დამახვია და თავი შემაყვარა… როგორ? თავადაც არ ვიცი.

ერთი ნახვით შეყვარების დიდად არ მჯერა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება თუმცა დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ მიყვარს.

caitlin-header

დიახ, დიახ…

არ მეგონა ეს გრძნობა ასე რადიკალურად თუ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას.ადრე არასოდეს მყვარებია არც ბავშვური გატაცება მქონია სკოლაში ან ბაღში და საერთოდაც სულაც არ ვუყურებდი ბიჭებს სერიოზულად, მხოლოდ წიგნები (უნივერსიტეტი) მაინტერესებდა და საწინააღმდეგო სქესისკენ არც ვიყურებოდი.

სწორედ მაშინ, როცა საერთოდ არ ველოდი ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა შავ ცხენზე ამხედრებული პრინცი და თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. არასოდეს მიოცნებია თეთრ ლამაზ კაბაზე და ქორწილზე მაგრამ როცა მას შევხვდი გრძნობები ერთიანად აიშალნენ და ცხოვრებაც უფრო გაფერადდა…