10 წამი…

????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????წლების წინ უნივერტიტეტში ჩაბარების დრო, რომ მოვიდა არჩევანი თსუ-ზე შევაჩერე და სამიზნედ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ვაქციე…

ჩავაბარე კიდეც…

ცხოვრების ბორბალი ქარმა სხვა მხარეს დაატრიალა, არ მისული უკან წამოვედი და საბუთები “ედისონის” უნივერსიტეტში შევიტანე, დისტანციურად ამერიკაში ვსწავლობდი და ვეუფლებოდი პრობესიას, რომელსაც ვერ ვიტანდი.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა…  თავდაუზოგავად ვშრომობდი მიზნის მისაღწევად, ტოლს არავის ვუდებდი  და 3-მა წელმაც ისე უცბად გაირბინა ვეც კი მივხვდი, როგორ დარჩა ყველაფერი უკან. სადიპლომო ნაშრომი დაიწერა, გამოცდები ჩაბარდა და დიპლომების მოლოდინში წელიწად ნახევარმა გაირბინა. აღარავის ქონდა იმედი, რომ ხელში დავიჭერდი ნანატრ დიპლომს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ფოსტიდან წერილი მოვიდა ჩემს სახელზე გამოგზავნილი რაღაც ამანათით, გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა სასწრაფოდ მოვაწერე ხელი და სახლში დაბნეული შემოვარდი, წამებში გახსნილ ამანათში უამრავი ფურცელი და დოკუმენტი იდო ერთ-ერთ ფურცელზე განვლილი კურსის შეფასებები ეწერა და მატყობინებდნენ, რომ სულ მალე ვიხილავდი ნანატრ დიპლომს. ასე ყოველდღე დიპლომის მოლოდინში კიდევ 2-მა თვემ გაირბინა და ზუსტად 2 თვის თავზე უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ოფისსში დამიბარა და წვეულების ორგანიზება მთხოვა, მაგრამ წვეულების მიზეზი არ გამიმხილა.

ყველაფერი დავგეგმე, სტუმრები მოვიწვიე, ყოფილ სტუდენტებს დავუკავშირდი და მოუთმენლად ველოდი 26 იანვრის დადგომას, რომ წვეულების მიზეზი გამეგო. ყველაფერი ბურუსით იყო მოცული, არავინ არაფერს ამბობდა და წვეულების დაწყებიდნ რამოდენიმე წუთში მემის ჩემი სახელი და გვარი. მერე რა მოხდა აღარ მახსოვს, არ მახსოვს, როგორ მივიღე მილოცვები, არ მახსოვს, როგორ დავიჭირე დიპლომი ხელში. მახსოვს მხოლოდ ბედნიერების 10 წამი… წამები, როცა ცხოვრებაში ალბათ მეორედ ვიყავი ციდან 3 მეტრზე…

Leave a comment