გძინავს ?…

sizmari

  • გძინავს?
  • –  არა , არ მძინავს, ვერ ვიძინებ…
  • რატომ?
  • –  ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ… ქაოსურად ირევიან ჩემს პატარა თავში. ბევრს ვფიქრობ, უაზროდ ბევრს და ხანდახან ჩემივე ფიქრებში ვიკარგები
  • როგორ ხარ?
  • –  ისე მეკითხები თითქოს არ იცი… ცუდად ვარ …
  • რატომ?
  • –  ისევ უადგილო კითხვა, მენატრები ძალიან მენატრები თითქოს არ იცი…
  • საიდან უნდა ვიცოდე?
  • –  შენზე ამბობენ ყველაფერი იცისო
  • და შენც დაიჯერე?! რატომ?
  • –  არ ვიცი … ალბათ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო
  • თვალები გაახილე რა ასე მგონია გძინავს.
  • –  გავახელ, თუ დამპირდები, რომ არ წახვალ… აი ვახელ
  • ხომ ხედავ ისევ აქ ვარ შენთან
  • –  უუუხ როგორ მომენატრე, ..
  • მას მერე  მთელი წელი გავიდა შინ კი…
  • –  ძნელია ჩემთვის უშენობა მა…
  • მე გხედავ როცა ჩემთვის ლოცულობ, როცა ტირი და როცა იცინი, როცა მარტო ან მეგობრებთან ერთად ხარ…
  • –  არ ვიცი უკვე  წელიწადია უშენოდ ამოდის მზე დედამიწაზე, მაგრამ…
  • რატომ მელაპარაკები ასე?
  • –  შენ ჩემთან აღარასდროს იქნები, დილა გათენდება და სიზმარიც დასრულდება, ერთად ყოფნის არქივი მაკავშირებს მხოლოდ შენთან..
  • ნუ ტირი გთხოვ…
  • –  მენატრები… ტკივილამდე მონატრება გაგიგია…? ხოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები…

Leave a comment