მე ისევ მე ვარ

რა აღარ გააკეთეს,რით არ სცადე დახმარება… დედა მეუბნებოდა და ყველა იმასვე მიმორებდა „მოვა… დროა საჭირო, ჭრილობას მოშუშება სჭირდება“.  მაგრამ, დრო არ ითმენს…

 

ეს მოხდა ხუთშაბათს, ფსიქოლოგიის ლექციაზე, როცა მთელი ყურადღება მიპყრობილი მქონდა ლექტორისკენ,   რამე არ გამომპრვოდა. „სემინარი რათქმაუნდა არ ვიცოდი “(თუმცა წაკუითხულ მქონდა) და რაღაცეებს ვბოდიალობდი ალაგალაგ… ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ  ნასწავლი მაქვს, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, მეხსიერება აშკარად მღალატობდა, ვღელავდი, რაგდან თავს ვერაფრით ვშველოდი. დადგა გადამწყვეტი მომენტი რომლისაც ასე „მეშინოდა.“ შეფასება, დარწმუნებული ვარ დაბალი იქნება და არც ვუსმენ რა ქულას იტყვის და ჰოი საოცრებავ თიკამ ქულები არ დაწერა… თან მიხარია, თან არა მე ხო მაინც ვიცი ჩემი შედეგი და ამის გამო ისედაც დათრგულული ვარ, საკუთარ თავს ვჭამ, მე ხომ შემიძლია… ამ დროს ზეპირ შეფასებებს გვაძლევს ოღონდ ქულებს კი არა უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებს, მე უკვე ფიქრებში ვიყავი წასული „კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება წარუმატებლობა, დაღმასვლა, როდის დავიბრნებ ჩემს ნამდვილ სახეს?“ამ დროს მესმის ჩემი სახელი და თიკას კომენტარი „თუ ფსიქოლოგიის სწავლა არ შეგიძლია ეს დრო უფრო სასარგებლოდ გამოიყენე“ ამ სიტყვებმა საბოლოოდ გამანადგურა, დამთრგუნა, ჩამკეტა. „ისედაც ცუდად ვარ და ეხლა ამის თქმა შეიძლებოდა თქო ვფიქრობდი იმის ნაცვლად, რომ მდგომარება გამიადვილოს…გულს უარესად მიკლავს“ რამოდენიმე დღე აღარაფერს ვეკეთებდი არც ერთ საგანში ყველაფერი “ მეკიდა“ და ვამბობდი ყველაზე კარგად უსაქმურობა გამომდის თქო, მერე ბრაზი მომივიდა „ბოლო სიტყვა ჩემზე იქნება, დავამტკიცებ რა შემიძლია მეთქი“ და წიგნი ავიღე ხელში,

post-25-1183660279 თუმცა ვგრძნობდი, რომ თავში არაფერი შემდიოდა… არ დავნებდი დილით შვიდ საათზე ავდექი,თავს ძალა დავატანე შთავაგონე ჩემს თავს , რომ შემიძლია… მოუთმენლად ველოდი ლექციას მაინტერესებდა რა შდეგს გაოიღებდა ჩემი ძალისხმევა, მეშინოდა ისევ არ გამცრუებოდა იმედი, რადგან მორიგი იმედ გაცრუების შემთხვევაში საბოლოოდ ჩავიქნევდი ხელს, დადგა ნანატრი წუთები, როგორც იქნა თიკა მოვიდა, ერთიანად ავკანკალდი, შიშმა ამტანა როგორც კი ზარის ხმა გავიგონე და თიკა დავინახე… თავს ვიმშვიდები „მე ყველაფერი გამომივა“.  ლექცია დაიწყო ფეხს ვითრევ შესვლას არ ვჩქარობ აზრები ეთმანეთში მერევა, სიტყვებს ერთმაეთს ვერ ვაბავ, ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი „ან ეხხლა ან არასოდეს, მეორე შანსი აღარ იქნება…“ და მოყოლა დავიწყე, ვგრძნობ როგორ მიკანკალებს ხმა, მაგრამ არ ვიმჩნევ ვცდილობ გრძნობები მოვთოკო, თავი ხელში ავიყვანო… უცებ ვიგრძენი როგო ვივსები ენერგიით ვეღარავის ვამჩნევდი ირგვლივ ვყვებოდი და სიამოვნებას ვიღებდი …

მე შევძელი დავიბუნე საკუთარი თავი… და ეხლა ისე თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს… ვიცი ესეთი შვილით მამაჩემი ნამდვილად იამაყებდა და მეც ბედნიერი ვარ, ის მუხტი დღემდე მომყვება იმ სემინარის მერე ფრთები მაკლდა თორემ ავფრინდებოდი და ქულა სულ აღარ მაინტერესებდა რას მივიღებდი.   მადლობთ. შეიძლება არც ფიქრობდი მაგრამ მაგ სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე…

 მე დავბრუნდი…

Leave a comment