ყველაფერი სასიკეთოდაა…

მომენატრა პოსტების წერა…

1369134771_512066462_1-Pictures-of--Dead-computer-Stabilizer-UPS-k-achay-rate-hum-se-lain-03132298827

ამდენ ხანს განა სიზარმაცის ან მუზს გაქრობის გამო არ ვწერდი, არა უბრალოდ კომპიუტერი გამიფუჭდა…

წლების წინ კომპიუტერი პირველად, რომ ვიყიდე და გემო გავუსინჯე მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო და კომპიუტეროდამოკიდებული გავხდი, ნაბიჯს ვერ ვდგავდი მის გარეშე, მანამ სანამ ერთ მშვენიერ დღეს  12 . 05. 2013 ჩემი ლეპტოპი ჩემივე ძაღლმა არ იმსხვერპლა…

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სახლში დატოვების გამო განაწყენებულმა დამტენის შნური შემიჭამა, დაზიანებული დამტენის შეერთებამ კი დედა პლატის გადაწვა გამოიწვია, სანამ დიაგნოზს გავიგებდი იმედი მქონდა, რომ გამოძვრებოდა და სახლში სახსალამათი დამიბრუნდებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად რამოდენიმე დღეში შემატყობინეს, რომ ჩემმა ლეპტოპმა სამუდამოდ დაიძინა.

მთელი ჩემი ცხოვრება წამებში გაქრა, მე ხომ ჩემი კომპიუტერით ვცხოვრობდი, ყველაფერი ჩემი ჩანახატები, ლექსები, ნახატები, ფოტოები, ყველაფერი ერთად მქონდა თავმოყრილი და ერთი ხელის მოსმით ყველაფერ დავკარგე.

რამოდენიმესაათიანი გლოვის შემდეგ მივხვდი, რომ  “ყველაფერი სასიკეთოდაა”   მოვიწმინდე ცრემლები და გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან დამეწყო კომპიუტერის გარეშე.

კომპიუტერი არ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ მოვწყდი გარესამყაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ შევამოწმებ იმეილს, ვერ შევძვრები FB-ზე, ვერ ვიძრომიალებ google-ში, ვერ დავამუშავებ ფოტოებს და რაც ყველაზე მეტად მახარებს დავისვენებ, რადგან მთელი ჩემი სამსახური კომპიუტერზეა აგებული და თუ არ არის კომპიუტერი შესაბამისად ვერც ვიმუშავებ :)(ურაააა, იძულებითი შვებულება)

მეგონა ვერ გადავიტანდი უკომპიუტერობას, მაგრამ იმედი სასიკეთოდ გამიცრუვდა…

women trees reading books girls in nature legs up read a book 1920x1200 wallpaper_wallpaperbeautiful_23პირველი კვირა დეპრესიაში ვიყავი, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, მერე ერთ წიგნს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე ვერც დავთვალე ბოლო ერთ თვეში რამდენი წიგნი წავიკითხე,
friends-running-pan_14938მეგობრებს უფრო ხშირად ვხვდებოდი, ვსეირნობდით, ვჭორაობდით სოციალური ქსელის დახმარების გარეშე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვთამაშობდოთ (ცოტა ბავშვობა გავიხსენეთ), ფოტოგრაფიასაც მეტი დრო დავუთმე და უბრალო გატაცება პროფესიად ვაქციე, თქვენ წარმოიდგინეთ და დიდი ხნის როლიკებზე სრიალის ისევ გავბედე  (ბავშვოვაში უკეთ გამომდიოდა)…

მოკლედ კომპიუტერის გარეთ უკეთესი სამყაროა და ჩემი რჩევა იქნაბა: გამოძვერით კომპიუტერებიდან და იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით…

Leave a comment