კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

1146546_427317674050567_112606406_nალბათ სკოლაში ყველას გისწავლიათ  მოთხრობა “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”… წლების წინ მე-10-ე კლასში მეც ვისწავლე, მაგრამ მაშინ მხოლოდ ნიშნისთვის და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შეიძლებოდა ასე გყვარებოდა ლიტერატურა.

ეს ის დრო იყო, როცა ვერ ვიტანდი მხატვრული, სქელტანიანი თუ თხელტანიანი, რომანტიული, სათავგადასავლო… თუ სხვა ჟანრის ლიტერატურის კითხვას, უფრო მეტიც ეს სისულელედ და დროის უაზრო კარგვად მეჩვენებოდა.

დრო გავიდა, დიდი დრო და შემიყვარდა, შემიყვარდა და სიყვარულმა წერა დამაწყებინა, მაგრამ საწერად სიტყვები არ მყოფნიდა… მაშინ პირველად ავიღე წიგნი ხელში და მოვექეცი კიდეც მის ტყვეობაში…

ეხლა მივხვდი რატომ სურდა “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”-ს ავტორს კარცერ ლუქსის შექმნა.

წიგნები ხომ საშუალებაა მოწყდე რეალობას და გადაეშვა ზღაპრულ სამყაროში, იქ სადაც ნამდვილი სიყვარულია თუნდაც სულ ცოტა ხნით.

მას შემდეგ წიგნები ჩემი ნაწილი და მუდმივი თანამგზავრი გახდა…

Leave a comment