…რაც ყველას გვაერთიენებს

«…ის არაფერი არ ღირს, მაგრამ ქმნის ბევრ რამეს.

ის არის შთაგონება დაღლილთათვის, რწმენა სასოწარკვეთილთათვის, მზის სხივი დეპრესიაში მყოფთათვის და საუკეთესო ბუნებრივი საშუალება მწუხარების საწინააღმდეგოდ.

383928_301815779846284_271139052913957_1149244_1719184736_n_largeღიმილი არის, რაღაც რაც გასაგებია ყველასთვის, მიუხედავად ეროვნებისა, კულტურისა თუ რელიგიური მსოფლმხედველობისა. ანუ ღიმილი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს, და ყაველასთვის საერთოა.

დიახ, ღიმილი ერთ–ერთი ყველაზე უბრალო, მაგრამ სასიამოვნო და ამავე დროს უფასო საჩუქარია, რომელიც კი შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს მივართვათ, თუმცა ყოველდღიურ ყოფაში ჩვენ ეს რატომღაც გვავიწყდება…

არადა, ღიმილი ბედნიერების უნივერსალური ნიშანია. მაგალითად, ხელის ჩამორთმევას და ჩახუტებას სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ღიმილი მთელ მსოფლიოში აღიქმება როგორც სიხარულის, ურთიერთგაგების, ბედნიერების გამოხატულება.

რთულია შეაფასო, რაოდენ დიდი ძალა აქვს შენს მშვენიერ ღიმილს,თბილ სიტყვებს, გულისყურით მოსმენას,გულწრფელ  კომპლიმენტს ან თუნდაც მზრუნველობის მცირეოდენ გამოხატულებას, ალბათ სწორედ ამიტომაცაა სამყარო მშვენიერი.

ღიმილს ორ კატეგორიად ყოფენ: ნამდვილი და ყალბი ღიმილი.

ნამდვილ ღიმილს – ვჩუქნით იმ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც გვსიამოვნებს, ვინც ჩვენთვის ძვირფასია, გვიყვარს  ან მადლიერებას გამოვხატავთ.

ყალბი ღიმილით ვიღიმით მოვალეობის მოხდის ან გამორჩენის მიზნით, ხანდახან უხერხული სიტოაციიდან თავის დახწევაშიც დაგეხმარებათ.

შეუძლებელია შეაფასო ღიმილის უდიდესი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაშ, მაგრამ უდავოა, რომ “ნამდვილ” ღიმილს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე “ყალბს”.

გულწრფელი ღმილის უპირატესობანი:

თუ ხშრად და გულწრფელად იღიმი ეს ნიშნავს, რომ :

იზიდავ ადამიანებს

მომღიმარი ადამიანი დადებით აურას ატარებს და ხალხს სიამოვნებს მასთან ურთიერთობა. ფაქტია რომ ყველას გვიყვარს მომღიმარი და მხიარული ადამიანები.

ხარ ოპტიმისტი

პოზიტიურად უყურებ შენს თას და ყველაფერს რაც შენს გარშემო ხდება.

ბედნიერი ხარ და სიამოვნებას იღებ ცხოვრებისგან

გულწრფელი ღიმილი ბედნიერების გამოხატულებაა. ეს კი ნიშნავს მას, რომ ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებ.

ჯანმრთელი ხარ

ამბობენ, რომ მხიარული ადამიანები გვიან ბერდებიან. მარლაც, ფსიქოლოგებ ამბობენ, რომ ღიმილი დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. მომღიმარ ადამიანს შეუძლია დასძლიოს სხვადასხვა ავადმყოფობები და იშვიათად ვარდება დეპრესიაში.

იშვიათად ვარდები კონფლიქტურ სიტოაციაში

ღიმილი ყველაზე გონივრული პასუხია! მომღიმარ ადამიანებს კონფლიქტური სიტოაციების თავიდან არიდების ნიჭი აქვთ.

სხვა ადამიანებსაც უზიარებთ ბედნიერებას და აბედნიერებთ მათ

თქვენი დადებიი გუნება განწყოილება სხვებზეც გადადის და დადებითად მოქმედებს.

3 thoughts on “…რაც ყველას გვაერთიენებს

  1. სულ ღიმილ-ღიმილით წავიკითხე მტელი პოსტი :)))
    P.S.თუ ღიმილი (სიცილი) სიცოცხლეს ახანგრძლივებს მე უკვდავი უნდა ვიყო… 😀

Leave a comment