ჩემი დაწუნებული გოგონები…

დიდი ხანია საცოლეს ვეძებ დავიღალე ეულად სიარულით, მაგრამ საჩემო გოგოს ვერსად მივაგენი, ვის არ ვთხოვე ჩარეულიყო და ჩემთვის სასიამოვნო გოგონა გაეცნო მაგრამ ამაოდ. ასე გადიოდა წლები, ახალგაზრდობა გართობაში გავლიე დღეს კი 33 წლის ვარ და გოგოებს ჩემი ასაკი აფრთხობს….crazy-girl

ჩემი პირველი სიყვარული, რომელთანაც მრავალი წელი და სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს, მატყუარა და აფერისტი აღმოჩნდა, ამიტომაც მიუხედავად დიდი გაჭირვებისა გადავწყვიტე დავშორებოდი და როგორმე დამევიწყებინა, როგორ შეიძლება ტყუილზე ოჯახის აგება, არააა … კარგია მალევე მივხვდი….

აი მეორედაც მომეწონა გოგო, სიმპათიურია, არც ისე მაღალი, ჭრელი თვალები აქვს და შესაბამისად სასიამოვნო გამოხედვაც, რომ იტყვიან ყველაფერი თავის ადგილზე აქვს… აუუუ რამდენს ლაპარაკობს, ჩაირთვება და გამოსართობ ღილაკს ვეღარ უპოვი, არაა ასე არაფერი გამოვა სიტყვას ვერ ჩააგდებ რა ლაპარაკისას, ხმაურიანი და მერე როგორ, ჰიპერაქტიური, არააა სიმშვიდე და ცოტა წყნარი ადამიანი მჭირდება ასე რომ……

მეგობარმა მითხრა კარგი გოგო უნდა გაგაცნოო, დავთანხმდი მაინც მარტო ვარ და რას ვკარგავ თქო, ამიღწერა მაღალი, გრძელი თმა, ცისფერთვალება, პარამეტრები ლამის 90/60/90-ზე მივედით და დამხვდა „ულამაზესი“ გოგონა ოღონდ რაც აქამდე ჩამოვთვალეყველაფერი პირიქით ერთისგან 4 მე გამოვიდოდი :) …

ესეც ინტერნეტის საშუალებით გაცნობილი, სასიამოვნოდ მოსაუბრე მეჩვენა, დიდი ხნის დაკერვის მერე, როგორც იქნა შეხვედრაზეც დავითანხმე და იქ მისულს იმედები სულმთლად გამიცრუვდა, გოგო იყოოო, წელამდე ძლივს მწვდებოდა, არადა სურათებში რა მაღალი ჩანდააა……

მაღალია, ზოგერთებივით ჩამომხმარიც არ არის, ტუჩები აააქვს, პირდაპირ საკოცნელად გიწვევს, მაგრამ რათ გინდა ისეთი წრიპინა ხმა აააქვს შეუძლებელია მოუსმინო, ფარშევანგიცაა ლამაზი, მაგრამ პირს გააღებს და მთელი ეფექტი იკარგება, თან რა პირდაპირიია, არა ეს თვისება კარგია, მაგრამ ხშირად დამღუპველი და ესეც, რომ იქით იყოს, ძალიან მწარე ენა აქვს.. არა არც ეს არის საჩემო…

ზოგიერთმა გოგომ სარკის დანიშნულება მგონი საერთოდ არ იცის, ზოგმა წასმა არ იცის ზოგი იმდენს ისმევს გაგაჯულს მიუგავს სახე, არ მათ ტანსაცმელს მოყვება ხოლმე, როგორც წესი ინსტრუქცია.

აი ასე რჩევა რჩევაში გამივიდა წლები და როგორც გითხარით დღეს უკვე 33 წლის ვარ, მარტო ვარ თუმცა არის გოგო რომელიც სიცოცხლეს მირჩენია, უკვე წელიწადია მიჯნური ვარ, მაგრამ ჩემი სიყვარული ცალმხრივია, ასაკის გამო დღეს უკვე მე მიწუნებენ…

2 thoughts on “ჩემი დაწუნებული გოგონები…

  1. თავიდან მეგონა შენზე იყო, მაგრამ მერე მე-ზე წავიკითხე და მივხვდი შენზე არაა, მაგრამ ასაკი ვერ გავიგე… აქ 33-ო მე-ზე-ში 21-ო და შაშუალო არითმეტიკულით 27? 😀

  2. ცოტახნის წინ დავწერე პოსტი “ჩემი დაწუნებული ბიჭები” (ჯერ არ გამომიქვეყნებია .) ხოდა ბიძაშვილმა რომ წაიკითხა ტავისი გოგოების ამბები მომიყვა ცოტა შევალამაზე და ეს გამოვიდა 😉 მე 21-ს ვარ

Leave a comment